უნგრეთის პრემიერლიგის კლუბ "მეჟოკოვეშ ჟორის" ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის 1-ლი ლიგის გასული კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ბუდუ საუკეთესო 11-ეულში გამოცემა csakfoci.hu-მ შეიყვანა.
აი, რას წერს საიტი ზივზივაძის შესახებ:
"ქართველმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი შენაძენი იყო. მან მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრა ანგარიში და მთელი შეხვედრა "ფერენცვაროშის" მცველებს დასვენების საშუალებას არ აძლევდა."
აღსანიშნავია, რომ ქართველი თავდამსხმელი ამ სეზონში უკვე მესამედ მოხვდა ტურის სიმბოლურ გუნდში. ზივზივაძეს 10 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა სიაში 1-ელ ადგილზე მყოფ ჰოჯიჩს 2 ზუსტი დარტყმით ჩამორჩება. ხოლო მის კლუბს 23 ქულა აქვს და "ფერენცვაროშსა" და "ფეჰერვართან" ერთად I-III ადგილებს იყოფს.