zen.yandex.ru: "სპარტაკში" ანანიძის გაშვებაზე ალაპარაკდნენ - ჯანო ამბობს, რომ გუნდის დამსახურებული ფეხბურთელია

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში "არსენალთან" წაგების (0:1) შემდეგ "სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზე zen.yandex.ru-ში კრიტიკული წერილი გამოქვეყნდა.

"არსენალთან" დამარცხების შემდეგ "სპარტაკში" ისევ ალაპარაკდნენ არასაჭირო ფეხბურთელების თავიდან მოშორებაზე, რომლებიც ხელფასს იღებენ, გუნდისთვის კი სარგებელი არ მოაქვთ. ამ სიის სათავეში ფეხბურთელი მოხვდა, რომელმაც საერთო ჯამში კლუბში 10 წელი გაატარა.

მთელი კრიტიკა დაკავშირებულია უშუალოდ "არსენალთან" ბოლო შეხვედრასთან, რომელშიც დომენიკო ტედესკომ ძირითადის მოთამაშეების დასვენების მიზნით როტაციას მიმართა. ამ სიტუაციასთან დაკავშირებით მთავარმა მწვრთნელმა გაიხსენა, რომ გუნდში ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, როგორიც ანანიძეა და ძირითადში დააყენა, მაგრამ არა შეტევის ხაზში,
არამედ საყრდენ ზონაში, სადაც თავს კომფორტულად აშკარად ვერ გრძნობს. საერთოდ, ეს გასაკვირია, რამეთუ თადარიგში გულიევი დარჩა, ეს კი მოედანზე მისი პოზიციაა.

ვიღაც იტყვის, რაშია დამნაშავე ფეხბურთელი, თუ თავის პოზიციაზე არ აყენებენ? საქმე ისაა, ვინც მატჩი ნახა, მე გამიგებს, ეს ფეხბურთელი უბრალოდ დადიოდა მოედანზე, ხოლო როდესაც ბურთს იღებდა, ისე ჩანდა, რომ ძალა არ ჰქონდა, სირბილისთვისაც კი. ნამატჩევს სოციალურ ქსელში ჯანო ბევრმა გააკრიტიკა და მან თავის "ინსტაგრამზე" ერთ-ერთ მომხმარებელს უპასუხა:

"მე "სპარტაკის" დამსახურებული ფეხბურთელი ვარ და წასვლას არ ვაპირებ, შენ კი საერთოდ არავინ არა ხარ".

რა თქმა უნდა, მან მერე კომენტარი წაშალა, ვინაიდან ფანები შეიძლება დაინტერესდნენ, როდის გახდა ის დამსახურებული ფეხბურთელი.

შესაძლოა, ტედესკოს არ უკარნახეს, რომ ჯანო არც ისეთი კარგი ფეხბურთელია, როგორადაც მას ხედავს. ანანიძე გუნდში 10 წელია და 145 მატჩში მიიღო მონაწილეობა. თუ ის "სპარტაკის" დამსახურებული ფეხბურთელია, მაშინ ზაბოლოტნი "ოქროს ბურთს" მოიგებს. მე "სპარტაკის" ფანი არ ვარ, მაგრამ ასეთი თამაშისას ასეთი საქციელი მაშფოთებს".

მკითხველის კომენტარები / 22 /
ამაზე უთავმოყვარეო, შემეტენე, მოუშორებელი ადამიანი მე არც შემხვედრია და არც გამიგონია. ბოლო-ბოლო ნერვები მაინც როგორ არ ღალატობს...
Levani
06 ნოემბერი 2019 23:08
9
რას ერჩით ამ კაცს ვერ ვიგებ უბრალოდ,ზის კაცი წყნარად,მშვიდად,ნერვების მოუშლელად და დაუღალავად,ოფლი მაგას არ გამოსდის და ქი იღებს ამ მილიონებს.რა იყო თქვენსას ხომარ იღებს რამეს?სპარტაკის პრეზიდენტს ტვინი არ ჰქონია რა მაგის ბრალია :-)
სიმართლე
07 ნოემბერი 2019 09:45
3
მაგის ბოლო ბათუმის დინამოა.თუ იკადრა
გრიგოლ1408
07 ნოემბერი 2019 00:57
8
მინდა გთხოვოთ საიტის კომენტატორებს, გაეცნით ჯანო ანანიძეზე რუსულ zen.yandex.ru-ში კრიტიკული წერილზე არარუსი მწვრთნელის პასუხს:

- ანანიძემ საყრდენ ზონაში ითამაშა, რატომ? ეს მისი ძლიერი მხარე არაა...

"- ჯანომ ძალიან კარგად იმუშავა ვარჯიშებზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა მოედანზე მის გამოსვლაში. მან ითამაშა კრალის პოზიციაზე, რომელმაც ბოლო ორ მატჩში 25 კილომეტრი დაფარა. ანანიძე ტექნიკური ფეხბურთელია, ვიმედოვნებდით, რომ ბურთის ფლობაში დაგვეხმარებოდა, რაც შესვენების შემდეგ მოხდა. ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩაატარა და ბევრი პასი გააკეთა".
გაიოზ გოშაძე
07 ნოემბერი 2019 11:37
1
ეგ კი, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია. მაგ თამაშში აშკარად უჯიგროდ ითამაშა ჯანომ, თორე სტატისტიკა არ ქონია ცუდი. და მწვრთნელს სხვა პასუხის გაცემა იმ მომენტში არ შეეძლო. იქნებ ჯანო სპეციალურად ჩალიჩობს ეხლა, რომ რუსეთიდან ,,გააგდონ''. ეგ ნებისმიერი სხვა ევროპული გუნდიდან, ახლიდან მოახერხებს თამაშის ,,სწავლას''. გერმანიის მეორე ბუნდესლიგა ან ესპანეთის მეორე ბუნდესლიგა უნდა, გინდაც ბელგიის ჩემპიონატის რამე სუსტი გუნდი და ერთი წელიწადიც არ დაჭირდება, ორჯერ ძლიერ კლუბში გადასასვლელად. (სახელი მაინც გატეხილი აქვს და ამ გზის გრძელი გზით გავლაღა შეუძლია
ნიკო
12 ნოემბერი 2019 11:46
0
დაიწყო რუსეთში ორკესტრირებული შეტევა ქართველ ფეხბურთელებზე, განსაკუთრებით ნაკრების მოთამაშეებზე. გული უსკდებათ ვაითუ ევროპაზე გავიდნენო. და რაც უფრო მოახლოვდება გაზაფხული უფრო გაიზრდება ზეწოლა. აქაც, კომენტარებშიც ეტყობა ტროლების მომრავლება და გააქტიურება. ჯანო ის კაცია, როცა სპარტაკში აიყვანეს, მთელი რუსული საფეხბურთო მანქანა მუშაობდა, რომ რუსული პასპორტი აეღო და მათ ნაკრებში ეთამაშა. ჯანომ გაუძლო ზეწოლას და თქვა მე ქართველი ვარ და საქართველოს ნაკრებში უნდა ვითამაშოო. იმის მერე არც ტრამვები მოაკლდა რუსული "საპოგი"-სგან და არც მწვრთნელთა უნდობლობა, თუ ზემოდან მითითებით მისი უთამაშებლობა. ჯანო მსხვერპლია ქართველად დარჩენისა და მას თანადგომა სჭირდება ქართველი გულშემატკივრისგან. თუმცა ძალიან მიკვირს ქართველებისთვის საძულველი სპარტაკი, როდის მერე გახდა ესე სათაყვანებელი გუნდი? რომ თურმე ჯანომ არსენალის წინააღმდეგ არ მოიკლა თავი და რომელიღაც რუსული zen.yandex.ru-სი კრიტიკას წერს ხოლო ქართულ საიტზე რაებს ვკადრულობთ, უკანასკნელი სიტყვებით ვლანძღავთ. როგორ დავიჯეროთ, ამას ქართველი გულშემატკივარი კადრულობს? გასაგები უნდა იყოს რომ ამას ქართველ ფეხბურთელთა და საერთოდ ქართველთა მოძულეები აკეთებენ. ხოლო როგორც გვჩვევია ჩვენებმაც აუბეს მხარი და უკადრებლს ვკადრულობთ. მე თუ მკითხავთ, ჯანო სწორად მოიქცა, საქართველოს ნაკრების თამაშის წინ, თუ გაუფრთხილდა ფეხებსაც და ენერგიასაც. და საეროდ მოთამაშე, რომელიც წლის განმავლობაში უთამაშებელი გყავს და სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო ამოვარდნილია ფორმიდან, როგორ ფიქრობთ, ფეხბურთის პროფესორებო, გამოვა მინდორზე ყველაფერს თავის მაქსიმუმის დონეზე შეასრულებს? ტროლებზე არაფერს ვწერ, ისინი თავის "დამაშნოე ზადანიე"-ს ასრულებენ. გთხოვთ ქართველებო გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ვიდრე სხვას ტალახს ვესვრით საკუთარ დამსახურებებზე ვიფიქროთ ვინ რისი მაქნისები ვართ, მარტო კლავიატური ჩხაკუნი დიდი ვერაფერი ბედენაა. გუშემატკიკივარს ჯანოს კი ბევრი კარგი და თავდაუზოგავი თამაში ახსოვს ნაკრებში და მის მეშვეობით მოგებული თამაშებიც.
გიზოგ
07 ნოემბერი 2019 11:19
13
ბატონო კოტე, "ჯანო არასდროს მომწონდა როგორც ფეხბურთელი და ყოველთვის მიმაჩნდა რომ უკეთესი იქნებოდა მისთვისაც და ნაკრებისთვისაც ევროპაში ეთამაშა". ჩემთვის გაუგებარია, თუ კაცი ფეხბურთელად არ მოგწონს, მაშინ სად ითამაშებს რაღა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის? ის, რომ რუსეთში მილიონებს იღებს და ეხმარება ახლობლებს ეს ცუდ საქმედ მიგაჩნიათ?
გიზოგ
07 ნოემბერი 2019 17:27
1
კაი რა თუ ძმა ხარ, რა ტროლები? სირბილით ბურთის დამუშავების დროს იქცევა ძალა არ ყოფნის.ადრე ერთ ტაიმს მაინც თამაშობდა, მარა ეს ადრე 3-4 წლის წინ იყო. ასეთი მოთამაშის ყოლა ნაკრებში ვისაც კარში დარტყმა არ შეუძია, პასებით ვერ ამწვავებს,კაცს ვერ ატყუებს და ვერც დარბის, რა სარგებელია?
Geo_Dinamo
07 ნოემბერი 2019 17:40
2
ყველა გამოხმაურება
არ ვიცი ამჯანოს ვინ აპიარებდა და აპიარებს ანუ ვინ პატრონობს,ერთი კი ცხადია მაგარი პატრონი ყავს,თორემ ჯანო არასოდეს ყოფილა კარგი ფეხბურთელი, ნუთუ მეტეს სანაკრებო.
დათო
07 ნოემბერი 2019 09:50
9
დარჩა ჯანო მხოლოდ პერსპექტიულ ფეხბურთელად და ვერ განვითარდა აწი დამთავრებულია მაგის პერსპექტივაც. ეს არის ტიპიური მაგალითი უჯიგრო სპორტსმენის და ფულის სიყვარულის!
ლაშა
07 ნოემბერი 2019 09:20
7
ჯანო არ არის სანაკრებო ფეხბურთელი და მისი სახელი ხელოვნურად არის გაბერილი.
სტატუს ქუო
07 ნოემბერი 2019 10:24
9
მართალია ვერ თამაშობს ვერც ეგ ვერც ოქრი, ჯანოს მაგ თამაშს თუ უყურეთ საშინელება იყო, ბურთი სხვას რო ქონდა ხელებით პრიკაზობდა იმას უპასეო, სკამი აკლდა და ფეხსა ფეხზე გადაიდებდა. საერთოდ ვერ თამაშობს . ერთივკარგი პასი გააკეთა მთელი თამაში და ისიც ვერ გაიტანეს
Emiri
07 ნოემბერი 2019 02:00
2
ის მიკვირს, ამ სპარტაკის პრეზიდენტი ოდნავ სულელი ხომ არაა ;დდ ? რა გადამახდევინებს ფულს ამ უქნარაში. მუდამ ტრავმიანში და უამბიციო ფეხბურთელში, რომელსაც საკუთარ გუნდშიც კი არ უნდა თამაში და რაიმეს მიღწევა.. გაუშვან რა ერთი სული მაქვს და ეგება მოეგოს გონს
ზუზუ
07 ნოემბერი 2019 01:59
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული