ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ბერიძე - გააქვს, მაგრამ არ უმართლებს და ყისმათი სჭირდება

AutoSharing Option
ფეხბურთში, ისევე როგორც საერთოდ ცხოვრებაში, ბევრი რამ გამართლებაზეა დამოკიდებული.

ნახევარმცველი გიორგი ბერიძე "გენტმა" 2015 წელს "ზესტაფონისგან" შეიძინა, მაგრამ ჯერ "ტრენჩინში", შემდეგ კი "დოჟა უიპეშტში" ჰყავდა განათხოვრებული. თავი არსად არ შეურცხვენია, კარგად თამაშობდა, გოლებიც გაჰქონდა და საგოლე გადაცემებსაც აკეთებდა.

ზაფხულში უკან დაბრუნდა, წინასასეზონო ამხანაგური მატჩებისას 5 გოლით ბომბარდირი გახდა და ვინ იფიქრებდა, თუ ისევ იჯარით გაუშვებდნენ.

გაუშვეს, სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს B ლიგის "ლოკერენში". იქაც საუკეთესოა. დღესაც გაიტანა გოლი, მაგრამ მისი გუნდი სტუმრად "რუზელარესთან" 1:2 დამარცხდა და ჩემპიონტზე მე-6 ადგილზეა.

სულ
22 წლის ბერიძემ ჩემპიონატის 10 მატჩში 4 გოლი გაიტანა (პლუს 1 თასზე) და იჯარის ვადა სეზონის ბოლოს უმთავრდება, თუმცა "ლოკერენს" უფლება აქვს გამოისყიდოს. მოკლედ, გაურკვეველ სიტუაციაშია და ცოტა ყისმათი სჭირდება.