პორტუგალიის პრიმიერა ლიგის 11-ე ტურში გიორგი მაკარიძის "ვიტორია სეტუბალი" გასვლაზე დაუპირისპირდა ქართველი კიპერის ყოფილ კლუბ "რიუ ავეს" და 0:1 დამარცხდა.
მიუხედავად მარცხისა, გიორგიმ მაინც კარგად ითამაშა და მეორე ტაიმის 61-ე წუთზე 11-მეტრიანი დარტყმის მოგერიება შეძლო. "ვიტორიას" აღნიშნული მარცხის შემდეგ 12 ქულა დარჩა და ჩემპიონატშიც მე-12 ადგილზე არის.
რაც შეეხება გიორგის, მაკარიძემ 11 შეხვედრაში მხოლოდ მე-7 გოლი გაუშვა და ლიგა დარჩენისთვის მებრძოლის გუნდის მეკარისათვის შესანიშნავი შედეგია.