ბაჩანა არაბულმა საბერძნეთის სუპერლიგაში ისევ გამოიჩინა თავი.
ჩემპიონატის მე-10 ტურში არაბიძის "პანიონიოსმა" სტუმრად "ქსანთი" 2:1 ქართველი თავდამსხმელის დუბლით დაამარცხა.
ბაჩანამ გოლები 53-ე და 67-ე წუთებზე გაიტანა. სულ მის ანგარიშზე მიმდინარე პირველობაზე გატანილი 5 გოლია.
"პანიონიოსს" გასულ სეზონში დაკლებული ქულების გამო 2 ქულა აქვს, ბოლო ადგილზეა და 23 ნოემბერს ლიდერ "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს.
არაბული საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ევროშესარჩევი ციკლის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის იხმო.