ლორიას სასწაული "სეივები", "ოქრის" ლამაზი დრიბლინგი, კაჭარავას საგოლე პასი - "ანორთოსისში" ქართველებმა კარგად ითამაშეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ფამაგუსტის "ანორთოსისმა" კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში გასვლაზე "ნეა სალამისთან" ფრედ ითამაშა: 2:2.

2 გაშვებული გოლის მიუხედავად, საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო გიორგი ლორია, რომელმაც შეხვედრაში 7-ჯერ მოიგერია ბურთი და რამდენჯერმე აშკარა გოლისაგან იხსნა "ანორთოსისი".

ლორიას მსგავსად, მოედანზე 90 წუთი გაატარა ნიკა კაჭარავამ, რომელმაც შეხვედრის დასაწყისში შესანიშნავად იმოქმედა და საგოლე პასი გააკეთა. მეორე გოლის დროსაც აქტიურობდა თავით.

თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე გამოჩნდა. "ოქრის" შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

"ანორთოსისის"
მეოთხე ქართველი, მურთაზ დაუშვილი შეხვედრაში 87-ე წუთზე გამოჩნდა.

აღნიშნული ფრის შემდეგ "ანორთოსისი" ისევ პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე მიიღებს "ეთნიკოს ახნას". ეს მატჩი სანაკრებო პაუზის შემდეგ გაიმართება, 24 ნოემბერს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ოქრიაშვილი გამაზვაში მაგარია და საერთოდ ეგ არაა ფეხბურთელი.
დათო
16:49 11-11-2019
32

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული