მექსიკური საიტის მიხედვით, გიორგი ჩაკვეტაძით "ვალენსია" ინტერესდება

AutoSharing Option
მექსიკური სპორტული საიტი TodoFichajes-ის ცნობით, "გენტის" ქართველის შემტევით ესპანური "ვალენსია" ინტერსდება და გუნდის გაძლიერების ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილავს.

როგორც სტატიაში წერია, TodoFichajes-მა მიიღო ეს ინფორმაცია და "ვალენსიას" სპორტული დირექტორატს დღის წესრიგში გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა აქვს. მათივე ინფორმაციით, ესპანური კლუბი უკვე დაუკავშირდა "გენტს" და ბელგიელებს, დაახლოებით, 25 მილიონი ევროს ფარგლებში სურთ ჩაკვეტაძის გაყიდვა.

ძნელი სათქმელია, რამდენად სარწმუნოა აღნიშნული ინფორმაცია, რადგან მას მხოლოდ 1 საიტი ავრცელებს და ისიც, პოპულარობით არ გამოირჩევა. აღნიშნული საიტი გარკვეული დროის წინ წერდა, რომ ჩაკვეტაძის თაობაზე მოლაპარაკებები "ნაპოლიმ" დაიწყოო...

ეს ინფო იქით იყოს, მთავარია, გიორგიმ ტრავმა მოირჩინოს და ძველებურად ათამაშდეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი რა ავტორჯან ( ხვიჩა) არ დაიღალე ამდენი დაბოლებით, გატყობ, რომ ინგლისური იცი და ბდღვნი ალბათ უცხოურ ყვითელ პრესას.
დათო
09:54 12-11-2019
2
ისე ჩაკვეტაძე რომ გადავიდეს რამე უფრო მაღალი დონის გუნდში და იქიდან დაიწყოს თამაშის ახლიდან ,,სწავლა'' , მგონი აჯობებს. უფრო კარგად გაიზრდება. როგორც ბავშვი სწავლობს მარტივად რაღაც ახალს, ისე ისწავლის სხვა ახალ და უფრო მაღალი დონის გუნდში. აი ეს აიაქსში რომ გაიჩითოს ჩათვალეთ ქინქლაძეზე მაგარი ფეხბურთელი იქნება ნიჭით და რამდენად გაქაჩავს მაგაზე და მაგის მენტალობაზე იქნება დამოკიდებული.
ნიკო
23:27 11-11-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული