ზაზა ჯანაშია: ქართველი მწვრთნელები სამშობლოს რეკლამას უკეთებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ sputnik-georgia-სთან პოსტსაბჭოთა სივრცეში ქართველი მწვრთნელების მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

"საქართველოში ძალიან კარგი მწვრთნელები გვყავს. ახლა იქ "ა" და "პრო" ლიცენზია გაიცემა. საერთოდ, საქართველოში ძალიან კარგი ტაქტიკოსები არიან, შესანიშნავად შეუძლიათ მეტოქეების ტაქტიკური ანალიზი.

მეც, როცა სხვადასხვა ლიცენზიის მისაღებად სასწავლო კურსებს გავდიოდი, ბევრი რამ ვისწავლე. არადა, ვთვლიდი, რომ ფეხბურთში ყველაფერი თუ არა, თითქმის ყველაფერი ვიცოდი.

კახაბერ ცხადაძეზე მინდა ვთქვა. კახა მეც მწვრთნიდა და ერთადაც ვთამაშობდით თბილისის "ლოკომოტივში". მას ძალიან კარგად ვიცნობ, ნაკრებშიც ერთად
ვიყავით. ის კარგი მწვრთნელია. პიროვნულად ხომ საერთოდ, ძალიან კარგი ადამიანი.

საქართველო პატარა ქვეყანაა და მის საზღვრებს გარეთ ვინც უნდა აღწევდეს წარმატებას, ეს მწვრთნელი იქნება თუ ფეხბურთელი, სამშობლოს დიდ რეკლამას უკეთებს. ასეა ცხადაძე ყაზახეთში, იქით არველაძე უზბეკეთში."

ტაშკენტის "ფახთაქორმა", რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, უზბეკეთის თასი და ჩემპიონატი მოიგო. კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ორდაბასიმ" ყაზახეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. თამაზ პერტიას დამოძღვრილმა ლატვიურმა "ვალმიერამ" კლუბის ისტორიაში პირველად მოახერხა ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა.



მკითხველის კომენტარები / 5 /
პოსტსაბჭოთობანას როდის უნდა მოვრჩეთ? ეს ტერმინი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან.
მაშინ პოსტოსმალურიც ვუძახოთ საქართველოს, პოსტსპარსულიც, ბოსტბიზანტიური და ვიყოთ ასე.

გიორგი
11 თებერვალი 2020 16:16
2
ჯანო იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ ერთი უძლიერესი ფორვარდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რასაც ქვია ფორვარდი . მაგას გოლები აქვს გატანილი სამტრედიასა და მოსკოვის ლოკოში ბევრს არც დაესიზმრება ნებისმიერი სილამაზის გოლი აქვს გატანილი რაღაც აზრი ამ კაცსაც მოეკითხება.
dato
13 ნოემბერი 2019 20:37
4
ჯანაშია მართლა იყო უნიჭიერესი, აბსოლუტურად წარმოუდგენელი ნიჭის პატრონი. მაგრამ რაც ეკუთვნოდა ის დონე ვერ აჩვენა, იმიტომ რომ „ქართულად“ ცხოვრობდა.
გელა ნუგზარაშვილი
11 თებერვალი 2020 16:17
0
ზაზა თვითონაც ყოველთვის იყო საქართველოს სახელის მადიდებელი, თავისი გაუტეხელი და მონდომებული თამაშით. თუნდაც ეს რუსეთში და ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. სამშობლოზე შეყვარებული ემიგრანტი რუსეთში. ჩემთვის ყოველთვის დასაფასებელია მისი აზრი ფეხბურთზე.
G.LA
13 ნოემბერი 2019 19:39
3
არ ვიცი რატომ , მაგრამ თითქმის არასდროს მოუწვევუათ სპორტულ გადაცემაში ეს კაცი, სულ ერთიდაიგივე ადამიანები რო მოყავთ, არ იყო ცუდი ფეხბურთელი , აქ ნათამაშები და ძალიან მაგარი გოლები აქ გატანილი, არც მალხაზ ასათიანი მახსენდება, და კიდე ბევრი, საიტერესო იქნებოდა მათი აზრი
Vasili
13 ნოემბერი 2019 14:35
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული