ზაზა ჯანაშია: ქართველი მწვრთნელები სამშობლოს რეკლამას უკეთებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ sputnik-georgia-სთან პოსტსაბჭოთა სივრცეში ქართველი მწვრთნელების მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

"საქართველოში ძალიან კარგი მწვრთნელები გვყავს. ახლა იქ "ა" და "პრო" ლიცენზია გაიცემა. საერთოდ, საქართველოში ძალიან კარგი ტაქტიკოსები არიან, შესანიშნავად შეუძლიათ მეტოქეების ტაქტიკური ანალიზი.

მეც, როცა სხვადასხვა ლიცენზიის მისაღებად სასწავლო კურსებს გავდიოდი, ბევრი რამ ვისწავლე. არადა, ვთვლიდი, რომ ფეხბურთში ყველაფერი თუ არა, თითქმის ყველაფერი ვიცოდი.

კახაბერ ცხადაძეზე მინდა ვთქვა. კახა მეც მწვრთნიდა და ერთადაც ვთამაშობდით თბილისის "ლოკომოტივში". მას ძალიან კარგად ვიცნობ, ნაკრებშიც ერთად
ვიყავით. ის კარგი მწვრთნელია. პიროვნულად ხომ საერთოდ, ძალიან კარგი ადამიანი.

საქართველო პატარა ქვეყანაა და მის საზღვრებს გარეთ ვინც უნდა აღწევდეს წარმატებას, ეს მწვრთნელი იქნება თუ ფეხბურთელი, სამშობლოს დიდ რეკლამას უკეთებს. ასეა ცხადაძე ყაზახეთში, იქით არველაძე უზბეკეთში."

ტაშკენტის "ფახთაქორმა", რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, უზბეკეთის თასი და ჩემპიონატი მოიგო. კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ორდაბასიმ" ყაზახეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. თამაზ პერტიას დამოძღვრილმა ლატვიურმა "ვალმიერამ" კლუბის ისტორიაში პირველად მოახერხა ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა.



მკითხველის კომენტარები / 5 /
პოსტსაბჭოთობანას როდის უნდა მოვრჩეთ? ეს ტერმინი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან.
მაშინ პოსტოსმალურიც ვუძახოთ საქართველოს, პოსტსპარსულიც, ბოსტბიზანტიური და ვიყოთ ასე.

გიორგი
16:16 11-02-2020
1
ჯანო იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ ერთი უძლიერესი ფორვარდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რასაც ქვია ფორვარდი . მაგას გოლები აქვს გატანილი სამტრედიასა და მოსკოვის ლოკოში ბევრს არც დაესიზმრება ნებისმიერი სილამაზის გოლი აქვს გატანილი რაღაც აზრი ამ კაცსაც მოეკითხება.
dato
20:37 13-11-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული