ლუკა ზარანდიას "ზულტე-ვარეგემმა" სანაკრებო პაუზით ისარგებლა და ამხანაგურ მატჩში ჩემპიონატის აუტსაიდერ "სერკლ ბრიუგეს" უმასპინძლა.
"ზულტე-ვარეგემის" "ტვიტერის" ცნობით, შეხვედრა საწვრთნელი ხასიათის იყო, მაყურებლების გარეშე დილით გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
რა თქმა უნდა, გუნდების შემადგენლობებში არ იყვნენ სხვადასხვა ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები.
ზარანდია მწვრთნელმა სასტარტოში დააყენა და გოლიც გაიტანა. იმედია, ლუკა ჩემპიონატის შეხვედრებშიც დაიწყებს გოლების გატანას.
"ზულტე-ვარეგემი" 15 ტურის შემდეგ 22 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 23 ნოემბერს სტუმრად "მეხელენს" შეხვდება.