გოგა გახოკიძე: გვინდა, რომ ზამთარში ქვილითაია ახალ კლუბში გადავიყვანოთ

AutoSharing Option
"გენტის" ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ შესაძლოა გუნდი ზამთარში დატოვოს. ამის შესახებ Sportall.ge-ს ფეხბურთელის აგენტმა გოგა გახოკიძემ უთხრა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაიას მცირე სათამაშო დრო აქვს გუნდში.

"გიოს ბევრად მეტი ეკუთვნის, ვიდრე "გენტი" ათამაშებს. როგორ გითხრათ, ის ამ გუნდში დაიჩაგრა. გვინდა, რომ ის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალ გუნდში აუცილებლად გადავიყვანოთ.

ვმუშაობთ ამ საკითხზე და უახლოეს მომავალში შესაძლოა მოლაპარაკებები დაიწყოს. მე მინდა, რომ როგორც ჩაკვეტაძე, ისე ქვილითაია, ახალ გუნდში ზამთარშივე გადავიდეს, მაგრამ ქვილითაიას ტრანსფერი უფრო მოსალოდნელია", - ამბობს გოგა გახოკიძე.

altევროპა ლიგა.

IV ტური: "მანჩესტერი" და "ესპანიოლი" პლეი-ოფში გავიდნენ - "გენტი" გალიდერდა, ქვილითაია კი 90+1-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე [VIDEO]

altგიორგი ქვილითაია არ ათამაშეს - "გენტმა" ფრეს 90+4-ე წუთზე მიაღწია

alt"გენტის" მწვრთნელი ქვილითაიას კონკურენტზე: საშინელი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვფიქრობ ლეგია კარგი იქნება მისთვის
ბაჩი
18:03 15-11-2019
7
გიორგი მართლაც კარგი ფეხბურთელია ეგ არის რომ გენტში კონკურენცია დიდია და სისწრაფით და ფიზიკურადაც უმნიშვნელოდ ჩამორჩება კონკურენტებს ამიტომ უნდა გადავიდეს იქ სადაც სათამაშო პრაკტიკა ექნება. დეპუატრე და იარემჩუკი თუ არ დაშავდა ან დასვენება არ დაჭირდათ ისე თორუპი სრულად არ ათამაშებს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
13:33 15-11-2019
1

სიახლეები პოპულარული