ოქრიაშვილმა "ანორთოსისის" სასტარტოში ითამაშა, კაჭარავამ გაიტანა

AutoSharing Option
"ანორთოსისმა" სანაკრებო პაუზისას ამხანაგურ მატჩში მეორე დივიზიონის "ქსილოტიმბუ" 7:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია რომ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი და თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა.

კაჭარავამ მე-18 წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა.

"ანორთოსისი" 9 ტურის შემდეგ ჩემპიონატის ლიდერია და 24 ნოემბერს "ეთნიკოსს" დაუპირისპირდება.

"ანორთოსისის" ქართველი ლეგიონერები გიორგი ლორია და ბუბა დაუშვილი საქართველოს ნაკრებში იმყოფებიან და შვეიცარიასთან და ხორვარტიასთან მატჩებისთვის ემზადებიან.

altლორიას სასწაული "სეივები", "ოქრის" ლამაზი დრიბლინგი, კაჭარავას საგოლე პასი - "ანორთოსისში" ქართველებმა კარგად ითამაშეს [VIDEO]

altკაჭარავამ ისევ გაიტანა, ლორიამ ისევ არ

გაუშვა, "ანორთოსისმა" ისევ მოიგო [VIDEO]

altკაჭარავამ და დაუშვილმა გაიტანეს - "ანორთოსისმა" "დოქსა" გაანადგურა და ლიდერია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული