გიორგი ბერიძემ ბელგიის ჩემპიონატში ულამაზესი ჯარიმა გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის B დივიზიონში კვლავ გამოიჩინა თავი "ლოკერენის" ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ.

"ბეერსხოტთან" გასვლითი მატჩი ბერიძემ შეუცვლელად ჩაატარა, 90+3-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა. სხვათა შორის, მან "ბეერსხოტის" კარი პირველ წრეშიც დალაშქრა.

გიორგიმ ჩემპიონატის 12 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და "ლოკერენის" ბომბარდირია.

"ბეერსხოტის" ქართველი ლეგიონერი ირაკლი ბუღრიძე განაცხადში არ იყო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამაზე უკეთესი ვინა გვყავს ერთი?!
ბმბ
14:47 24-11-2019
1

სიახლეები პოპულარული