"MLS-იდან დაინტერესება მართლაც არის" - გიორგი პაპუნაშვილს ლა ლიგის გუნდებიც აკვირდებიან

AutoSharing Option
2 დღის წინ საიტმა elperiodicodearagon.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და "სარაგოსას" ნახევარმცველის, გიორგი პაპუნაშვილის გადაბირებით MLS-ის ბინადარი "ნიუ იორკ სიტია" დაინტერესებული.

ინფორმაციის გადასამოწმებლად Sportall.ge ფეხბურთელის აგენტ მიხეილ ხუციშვილს დაუკავშირდა.

"ნიუ იორკიდან" ინტერესი ზაფხულიდან არის, თუმცა მხოლოდ ინტერესია და რაიმე სახის მოლაპარაკება ჯერჯერობით არ დაგვიწყია.

ჩვენ უკმაყოფილონი ვართ იმ მცირე სათამაშო დროით, რასაც პაპუნაშვილი "სარაგოსაში" იღებს და თუ ასე გაგრძელდა, გუნდის შეცვლაზე მართლაც სერიოზულად ვიფიქრებთ.

გარდა "ნიუ იორკისა", პაპუნაშვილის მიმართ ინტერესი რუსეთის წამყვან გუნდს, ასევე, ჰოლანდიისა და ბელგიის ჩემპიონატში მოთამაშე
გუნდებსაც აქვთ.

ასევე შემიძლია გითხრათ, რომ გიორგის მიმართ ინტერესს ლა ლიგის ორი გუნდიც იჩენს", - ამბობს მიხეილ ხუციშვილი.

აქვე გეტყვით, რომ პაპუნაშვილმა მიმდინარე სეგუნდა დივიზიონში 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჰოლანდია იქნებოდა იდეალური
გიონატ
27 ნოემბერი 2019 18:24
0
მერე რა ჯობია ჰოლანდიასა და ბელგიას. ესპანეთი რთული სათამაშო ლიგაა, ბოლოსდაბოლოს ბარცელონა რეალი და ატლეტიკოა და მეტი ძლიერი გუნდი მსოფლიოში არც არსებობს.
sdfffff
27 ნოემბერი 2019 15:31
1
რუსეთს არ გაეკაროოოო (((((((
ჯონი
27 ნოემბერი 2019 15:29
2
ეპანეთში ხომ დახურა და.....................
me
27 ნოემბერი 2019 14:37
5
არ გამოვა ამისგან არაფერი, დარჩება პერსპექტიულ ფეხბურთელად.
dato
27 ნოემბერი 2019 14:18
12
ჯნიჭიერი ფეხბურთელია უდავოდ.
მაგრამ ამ ფორმაში მყოფი ვის რაში სჭირდება ლა ლიგაში ან MLშ-ში? ზღაპარი მგონია.
ისევ მეორე ლიგაში თუ გამოუვა რამე.
jambazi da nugzara
27 ნოემბერი 2019 13:28
3

სიახლეები პოპულარული