მექსიკელებმა გებელსი მოიშველიეს - ახლა ბოდიშს იხდიან [PHOTO]

AutoSharing Option
მექსიკურმა კლუბმა "ატლასმა" ლიგის თასზე "ნიუ იორკ სიტისთან" შეხვედრის დროს მსაჯის მიერ არდაფიქსირებული თამაშგარე მდგომარეობა უცნაური ფორმით გააპროტესტა. კლუბის "ტვიტერზე" დადეს მომენტის სქრინი და ტექსტში იოზეფ გებელსის სიტყვები ჩაწერეს. 

ანგარიში 0:0 იყო, როცა შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ამერიკული გუნდის მოთამაშეზე თამაშგარე არ დააფიქსირა, რამაც მექსიკელები გააბრაზა. 

"ნათელია, აქ ოფსაიდი იყო, მაგრამ "ინფლუენსერები" და "ანალიტიკოსები" მანიპულაციას აგრძელებენ და გასამართლებლად სხვადასხვა იდეას იფიქრებენ. თუმცა ჩვენ გვახსოვს, რა თქვა გებელსმა, პროპაგანდის ნაცისტმა მინისტრმა (ჰიტლერის მარჯვენა ხელმა) და მისი სიტყვები ამ სიტუაციას ზუსტად შეეფერება: "რაც
უფრო საშინელია ტყუილი, ადამიანები მას უფრო დიდი ენთუზიაზმით იჯერებენ!"

Sportall.Ge

შემდეგ "ატლასმა" პოსტი წაშალა და ბოდიში მოიხადა. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნეს, რომ სრულად ეწინააღმდეგებიან იმ რეჟიმის ღირებულებებს, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი პერიოდი შექმნა. 

ისე კი, აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვები გებელსს არ უთქვამს, მათ სხვა ფორმით ადოლფ ჰიტლერი იყენებდა. "ატლასმა" კი შეხვედრა 1:0 მოიგო და მომდევნო მატჩს 30 ივლისს, "ტორონტოს" წინააღმდეგ გამართავს. 

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
მახსოვს ერთხელ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და ჰიტლერის სტილში აღნიშნა გოლი მისალმების სტილში, თუმცა მსგავსი აღნიშვნით რომაელები აღნიშნავდნენ მისალმებას! შედეგად ამ ფეხბურთელს საერთოდ აუკრძალეს ფეხბურთის თამაში და ეს ამბავი არავის ახსენდება(!).
ის ჰიტლერი ებრაელი იყო და როგორ ნაციონალიზმსაც ის ატარებდა, ქვეცნობიერად მსგავს ნარატივს ატარებენ ებრაელები!
ებრაელი მასონი სატანისტები შეიძლება ამ კლუბს სასიკვდილოდ გადაემტერონ!...
ლაშა
09:56 26-07-2023
0
სამწუხაროდ ისეთი დრო დაუდგა ფეხბურთს,რომ მსგავსი გამოთქმები უხდება კიდეც.იმისათვის რომ ამხილო მსგავსი 100% შეცდომები და "ბეზპრედელი"(ბოდიში რუსული სლენგისთვის,ლიბერალებმა უკრაინულად წაიკითხეთ) საჭიროა და არაფერია საბოდიშო.
საქართველო
23:34 25-07-2023
5

სიახლეები პოპულარული