ბაჩანა არაბულმა ისევ გაიტანა - "პანიონიოსმა" ბოლო ადგილს თავი დააღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საბერძნეთის სუპერლიგაზე კვლავ გამოიჩინა თავი ბაჩანა არაბულმა.

მე-14 ტურში არაბულის "პანიონიოსმა" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა "პანაიტოლიკოსი" და უკანასკნელ ადგილს თავი დააღწია (ბოლო ადგილზე უკვე პანაიტოლიკოსია).

ამ შეხვედრაში ანგარიში მე-16 წუთზე არაბულმა გახსნა, რომელმაც 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

"პანიონიოსს" გასულ სეზონში დაკლებული ქულების გამო 6 ქულა აქვს, მე-13 პოზიციაზეა და 7 დეკემბერს ათენში აეკ-ს შეხვდება, იქამდე კი, 4 დეკემბერს თასზე ვოლოსის "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული