ჯანო ანანიძემ და მელგარეხომ "ზენიტთან" მატჩისას კინაღამ იჩხუბეს - ერთმანეთს შუბლებით შეასკდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ დეკემბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში "ზენიტმა" პეტერბურგში 1:0 დაამარცხა "სპარტაკი".

მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, 55 119 მაყურებელი დაესწრო და შეხვედრის დაწყებამდე დედაქალაქური გუნდის ასეულობით ფანი ჩხუბისათვის დააპატიმრეს.

თამაშისას "სპარტაკის" გულშემატკივრები სისტემატურად შეურაცხყოფას აყენებდნენ "ზენიტის" თავდამსხმელ არტიომ ძიუბას, რომელიც ადრე მათი გუნდის ღირსებას იცავდა.

მეორე ტაიმში შეტევის გასაძლიერებლად "სპარტაკის" მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ შეცვლაზე ანდრე შურლე, ლორენცო მელგარეხო და ჯანო ანანიძე შეიყვანა, რომლებმაც თამაში ვერ გაამწვავეს, სამაგიეროდ, ანანიძეს და მელგარეხოს მოედანზე კონფლიქტი მოუვიდათ - 73-ე წუთზე პარაგვაელმა მოწინააღმდეგის იერიში ჯარიმით შეაჩერა,
ქართველმა რაღაც უთხრა, რის შემდეგაც შელაპარაკება და შეხლა-შემოხლა მოუვიდათ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯანო კარგი კაცია,მან საქართველოს გულისათვის ბევრი გაიღო! მაგრამ დღეს ის აშკარად რეგრესს განიცდის,ვუყურე მე ამ თამაშშს და გული დამწყდა: ჯანოს დაკარგული აქვს სისწრაფე,ვერ დარბის,ვერ გადაადგილდება სწრაფად,წონაში არის საგრძნობლად მომატებული და მოედანზე გამუდმებით მითითებებს იძლევა. აშკარად დაფიქრება მართებს ამ საკითხებზე. რათქმაუნდა წარმატებას ვუსურვებ!
gabo
10:10 02-12-2019
0
ეს მიანიშნებს,რომ გუნდში, დაძაბული სიტუაციაა.პრესა აცხადებს,რომ ეს გუნდი კი არა,დილეტანტების კრებულია.ვფიქრობ ზამთარში დიდი ცვლილებები ექნებათ
სოსო
09:42 02-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული