კვირკველიას არყოფნაში "ლოკომოტივმა" უკანასკნელი 10 წლის ანტირეკორდი დააფიქსირა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივი" რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში, საშინაო არენაზე თანაქალაქელ "დინამოსთან" დამარცხდა - 1:2 და აღნიშნული შეხვედრა ჩემპიონატში მე-14 მატჩი იყო, რომელშიც "რკინიგზელებმა" გოლი გაუშვეს. ასეთი ცუდი მაჩვენებელი "ლოკოს" ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ჰქონდა.

18-დან მხოლოდ 4 მშრალად შენახული მატჩი ძალიან ბევრ რამეს ამბობს "ლოკომოტივის" დაცვის ხაზზე, თუმცა იური სიომინი მაინც არ ათამაშებს საბა კვირკველიას.

"ცოტა დრო მოგვეცით. "ლოკომოტივი" ბოლო დროს ძალიან ბევრს უშვებს, თუმცა პრობლემა მხოლოდ ფსიქოლოგიური არაა. შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ, დაღლილობის მაღალ დონესთან არის დაკავშირებული. ამის გამო, ფეხბურთელები
ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ", - აღნიშნა მოსკოველთა მთავარმა მწვრთნელმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული