"სპარტაკმა" ჯანო ანანიძე და ლორენცო მელგარეხო ჩხუბის გამო დააჯარიმა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ზენიტთან" მატჩისას (0:1) "სპარტაკის" ფეხბურთელები ჯანო ანანიძე და ლორენცო მელგარეხო შეკამათდნენ და შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. sport24.ru-ს ცნობით, კლუბმა ორივე დააჯარიმა.

ფეხბურთელებს შორის კონფლიქტის გამო მათ კონტრაქტებში დასჯის სანქციები მითითებული არ არის, ამიტომ მწვრთნელ დომენიკო ტედესკოს ხელმძღვანელობით გუნდის კრება ჩატარდა, რომელმაც მათი დაჯარიმების გადაწვეტილება მიიღო.

უცნობია, ჯარიმის ოდენობა, თუმცა sport24.ru ამტკიცებს, რომ ზოგიერთი გამოცემის მიერ მოთამაშეთა დიდი თანხით დაჯარიმება სიმართლეს არ შეესაბამება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ჯანო, რქებით მიაწექ:)
emigranti
03:41 03-12-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული