ვაკო გვილიაზე კრიტიკამ დადებითად იმოქმედა - ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"პოგონთან" წარუმატებელი მატჩის (1:3) შემდეგ კრიტიკამ "ლეგიას" ნახევარმცველ ვაკო გვილიაზე დადებითად იმოქმედა - მან ჯერ ექსტრაკლასას მე-17 ტურში "კორონას" გაუტანა გოლი, დღეს კი თასის 1/8 ფინალში ლეცნას "გურნიკს".

მეორე ლიგის გუნდთან გასვლით მატჩში არმიელთა მწვრთნელმა ალეკსანდარ ვუკოვიჩმა ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მან მე-40 წუთზე ანგარიში გახსნა. 49-ე წუთზე თავდამსხმელმა ხოსე კანტემ მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი და როდესაც შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, 75-ე წუთზე გვილია შეცვალეს.

"ლეგიამ" 2:0 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გვილია არი ერთი ფაფხურა ფეხბურთელი,მეტი არაფერი
ლ.გიო
07:41 04-12-2019
22
ვიღაცაში შეეშალათ,
Mgoni.
04:17 04-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული