საქართველოს ნაკრების ფორვარდი კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს

AutoSharing Option
Transfermarkt.de-ის მიხედვით საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძემ "ტარაზი" დატოვა და კიზილორდინსკის "კაისარის" ფეხბურთელი 2020 წლის 1 იანვარს გახდება.

27 წლის ქართველი თავდამსხმელი 2019 წლის სეზონის დაწყებამდე "ტარაზში" გადავიდა. ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ფრანგ თანგუნდელ სერჟ ნიუაზისთან ერთად გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

Transfermarkt-ის მიხედვით, ელგუჯა ლობჯანიძის სატრანსფერო ფასი 350 000 ევრო გახლავთ.




მკითხველის კომენტარები / 6 /
რა სრო მოვიდა, ზომების მიხედვით არჩევენ ნაკრებში თავდამსხმელს. აბა მეტი გამოსარჩევი რა აქვს? ბუდუც კი ჯობია ბევრად, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ.
emigranti
04 დეკემბერი 2019 14:41
8
ამან ხომ ბადეები დახია როცა შანსი აქვს))
emigrant-s
04 დეკემბერი 2019 19:45
1
სწორედ მაგას ვგულისხმობდი როცა "ბუდუც კი..." დავწერე, ზიზივაძე სულაც არ მეხატება გულზე. ქვილითაია, საბა ლობჟანიძე, არაბიძე, ზარანდია ბევრად ჯობიან ერთსაც და მეორესაც. განსაკუთრებით საბა ლობჟანიძეს რას ერჩის ვაისი ვერ გავიგე. სისცრაფე და გოლის ალღო მშვენიერი აქვს და კონტრშეტევაზე მოთამაშე გუნდში ზუსტად ის გვჭირდება...დარწმუნებული ვარ ბოლო თამაშებში შემადგენლობას ვაისის "მრჩეველები" ადგენდნენ ან ბრმაა ვაისი.
emigranti
05 დეკემბერი 2019 05:25
0
ყველა გამოხმაურება
ამასაც ფეხბურთელი ქვია, გოლი რა არი არიცის,ნაკრებში იძახებს ვაი ვაისი ასეთ ვითომ ფეხბურთელს მაგრამ რა ქნას დავალება აქვს ვაის რომ ნათლული ათამაშოს
jako
05 დეკემბერი 2019 10:29
1

სიახლეები პოპულარული