უნგრეთში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე.
4 დეკემბერს, უნგრეთის თასი 1/16-ფინალში ზივზივაძის "მეზოკოვეშდმა" გასვლაზე დამატებით დროში 3:2 დაამარცხა "დიორ ეტო".
მატჩი მეტად დაძაბული გამოვიდა, ტემპერატურა -2 გრადუსი იყო, მოედანი კარგ მდგომარეობაში არ იყო და თამაში ჭირდა, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებით დროში მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრებმა ანგარიშის პენალტით გათანაბრება მოახერხეს და საქმე თერთმეტმეტრიანის სერიამდე მიდიოდა, მაგრამ 117-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა გამარჯვების გოლი გაიტანა და თავისი გუნდი მერვედფინალში გაიყვანა.
რაც შეეხება ჩემპიონატს, "მეზოკოვეშდი" 28 ქულით მესამე ადგილზეა და 7 დეკემბერს
"დიოშდიორს" უმასპინძლებს.
ბუდუ ჩემპიონატზე გატანილი 6 გოლით გუნდის ბომბარდირია.