ბუდუ ზივზივაძემ 117-ე წუთზე გატანილი გოლით "მეზოკოვეშდი" 1/8-ფინალში გაიყვანა

AutoSharing Option
უნგრეთში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე.

4 დეკემბერს, უნგრეთის თასი 1/16-ფინალში ზივზივაძის "მეზოკოვეშდმა" გასვლაზე დამატებით დროში 3:2 დაამარცხა "დიორ ეტო".

მატჩი მეტად დაძაბული გამოვიდა, ტემპერატურა -2 გრადუსი იყო, მოედანი კარგ მდგომარეობაში არ იყო და თამაში ჭირდა, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებით დროში მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრებმა ანგარიშის პენალტით გათანაბრება მოახერხეს და საქმე თერთმეტმეტრიანის სერიამდე მიდიოდა, მაგრამ 117-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა გამარჯვების გოლი გაიტანა და თავისი გუნდი მერვედფინალში გაიყვანა.

რაც შეეხება ჩემპიონატს, "მეზოკოვეშდი" 28 ქულით მესამე ადგილზეა და 7 დეკემბერს
"დიოშდიორს" უმასპინძლებს.

ბუდუ ჩემპიონატზე გატანილი 6 გოლით გუნდის ბომბარდირია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბუდუს წარმატებები მინდა ვუსურვო! მიხარია ქართველის წინსვლა და პროგრესი ღმერთმა შემართება და მფარველობა არ მოაკლოს ბუდუს და ყველას, ვინც ქართულ საქმეს აკეთებს: გაგვიხარდება ესეთი წარმატებული თუ იქნებით ყველა.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
04:06 05-12-2019
0
მეზო რა? რა გუნდებში თამაშობენ ეს ჩვენი ლეგიონერები გამოთქმაც რო ძნელია, აღარაფერს ვამბობ კლასზე, ცნობადობაზე, ევროტურნირებზე. ეს მეზო რაღაც უნგრეთის 25 მოყვარულთა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის ხო?
dadu
12:42 05-12-2019
6

სიახლეები პოპულარული