გიორგი ჩაკვეტაძე: მთავარია ეს შიში გადავლახე

AutoSharing Option
ბელგიური voetbalnieuws-ის ინფორმაციით, "გენტს" მომავალ კვირებში ჯონათან დეივიდი შეუერთდება, რომელიც კანადაში დედის სიკვდილის გამო გაფრინდა, თუმცა ამის გარდა, "ბუფალოს" კიდევ ერთი ოქროს ბიჭუნა დაუბრუნდება - გიორგი ჩაკვეტაძე.

ჯეს ტორუპმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზად იყო და უახლოეს მომავალში ქართველის განაცხადში შეყვანასაც აპირებდა.

"მე ვარჯიში შემიძლია, ვგრძნობ, რომ თამაშიც გამომივა. შესაძლოა 90 წუთის მოედანზე გატარება არ შემიძლია, თუმცა 15-20 წუთი სავსებით შესაძლებელია.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ დუელში შესვლის შიში გადავლახე. რთული დრო გამოვიარე, თუმცა მენტალურად მყარად ვარ.
ადრინდელზე უფრო ძლიერი დავრუნდები. თითქმის ვოცნებობ, გელამკო არენის მინდორზე პირველად შევდგა ფეხი,"- უთხრა გიორგიმ Het Laatste Nieuws-ს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მთავარია ჯანმრთელად იყო გიო ფორმას კი 2-3 თვეში თავისუფლად აღიდგენ. ღმერთი შენსკენ!
გულშემატკივარი
18:32 06-12-2019
2
იცოდე,რომ შეგიძლია და იცოდე რომ დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშო. შენც ისიამოვნო და ჩვენც გვაღირსო ფეხბურთით გახარება. რამდენი ხანია ამას საქართველო ელოდება. ნურაფრის ნუ გეშინა და გეშინიათ სუყველას, არავისზე ნაკლებები არ ხართ. არასოდეს მიგატოვებთ!!!
დიმო
19:49 06-12-2019
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული