უპრეცედენტო სასჯელი - ანანიძე 10-ათასდოლარიანი პურმარილით დააჯარიმეს

AutoSharing Option
ასეთი რამ ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს - ჯანო ანანიძე და მისი თანაგუნდელი ლორენცო მელგარეხო "სპარტაკმა" ჩხუბის გამო პურმარილით დააჯარიმა.

მათ პრემიერლიგის მე-18 ტურში "ზენიტთან" გასვლითი მატჩისას შეხლა-შემოხლა მოუვიდათ და კლუბი იძულებული შეიქნა ზომები მიეღო.

Sport24-ის ჟურნალისტი მაკსიმ ალინაზაროვი იუწყება, რომ ანანიძე და მელგარეხო ვალდებულნი არინ მთელი გუნდი თავიანთი ოჯახის წევრებიანად რესტორანში სადილზე დაპატიჟონ და ეს სიამოვნება თითოეულს მინიმუმ 10 ათასი დოლარი დაუჯდება.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯანოს სეზონური ანაზღაურება 2 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
საქართველოში დაპატიჟე და აქ იკისრე ჯანო ეგ ამბავი, ამით მაინც დაეხმარები სამშობლოს, აბა ფეხბურთით არაფერი გამოდის.
ლაშა
10:11 09-12-2019
1
ეჰ გაიზრდება და დაკაცდება!!! ჯერ ისევ 18 წლისაა
Vasili
02:44 08-12-2019
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული