კაჭარავას გოლი, ოქრიაშვილი "ქუსლური" და ლორიას "სეივები" - "ანორთოსისმა" ისევ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს ქართველების "ანორთოსისი". კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში ლიდერმა "ანორთოსისმა" 2:0 დაამარცხა აელ-ი და მეორეადგილოსან "ომონიას" 5 ქულით გაექცა.

როგორც იცით, სადილზე დაგვიანების გამო გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მეკარე გიორგი ლორია და თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა დასაჯა და გასულ ტურში განაცხადში არ შეიყვანა, ახლა კი ძირითადში ბუბა დაუშვილთან და თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად დააყენა.

კაჭარავამ 38-ე წუთზე გაიტანა გოლი, ანგარიში 2:0 გახადა, სახიდან ნიღაბი მოიცილა და აღსანიშნავად სათადარიგოთა სკამთან მიირბინა. მან ჩემპიონატის 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

14 დეკემბერს ფამაგუსტური გუნდი
"აპოლონს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კვირის მადლი შეგეწიოთ კაცებო, ქეცბაია ვაჟკაცი კაცი ხარ წარმატებები ღმერთი შეგეწიოთ
გიორგი
15:42 08-12-2019
0
qecbaisnairi guliani da samshoblos moyvaruli neta bevri gvyavdes warmatebebi kviprosis qartvelebs.
kaxa
04:18 08-12-2019
1

სიახლეები პოპულარული