"გენტს" ჩაკვეტაძე, ჩვენ კი იმედი დაგვიბრუნდა - მან რვათვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ პირველად ითამაშა - მას 8 თვე გაუცდა.

"ზულტე-ვარეგემთან" ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურის საშინაო მატჩის წინ "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა თქვა, რომ ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზად არის, მაგრამ არ იჩქარებდა და განაცხადში არ შეიყვანა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა, განაცხადშიც შეიყვანა, 76-ე წუთზე შეცვლაზეც შეუშვა და პუბლიკა მას ოვაციებით შეეგება.

იმ დროისთვის "გენტი" 2:0-ს იგებდა და ანგარიში აღარ შეცვლილა.

"გენტის" თავდამსხმელი" გიორგი ქვილითაია შეცვლაზე 86-ე წუთზე შევიდა, ხოლო "ზულტე-ვარეგემის" ნახევარმცველი ლუკა ზარანდია 46-ეზე და
78-ე წუთზე შეცვალეს.

"გენტი" 35 ქულით მეორე ადგილზეა და 15 დეკემბერს სტუმრად "ოსტენდეს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 13 დეკემბერს ევოპა ლიგაზე "ოლეკსანდრიას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
უფალს ვთხოვ,რომ ბოლო და უკანასკნელი ყოფილიყოს ეს ტრავმა გიორგის კარიერაში და ცხოვრებაში!!!დანარჩენი გიოს არ შეეშლება!!!
Alex.F
08 დეკემბერი 2019 01:44
3
გაიხარეთ როგორც მე გამახარეთ.
G.LA
08 დეკემბერი 2019 01:25
1
Dისლაიქზე დამეჭირა:(
Mosexoneli
08 დეკემბერი 2019 01:53
2
მაგრად გამიხარდა ჩაკვეტაძის დაბრუნება
irakli
08 დეკემბერი 2019 01:32
0
ძალიანაც ნუ ვიძახებთ ჩვენი იმედიაო. დიდი ფსიქოლოგიური წნეხია ეგ მისთვის. 19 წლისაა ჯერ. ითამაშოს ლაღად და ისე - როგორც შეძლებს. 4-5 მაინც უნდა გყაბდეს ეგეთი ნაკრებში, რომ სერიოზულ
წარმატებებს მიაღწიო. მაგარია - კი ბატონო, მარა პატარაა ჯერ . ოუენი გახსოვთ?
ჯეკო
08 დეკემბერი 2019 02:21
4
4-5 ეგეთი, რომ გვყავდეს ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონი გავხდებით და ეგაა.დდდდდ
Kkk
08 დეკემბერი 2019 11:29
5
გეყოთ ამდენი შიშები. გეტყობათ ლიდერებიც არ გინახავთ, ან აღარ გახსოვთ უკვე. ჩვენ ქართველებსაც რომ გვყავდა ფეხბურთში. დიახ ჩაკვეტაძეა ლიდერი ნაკრებში და იმედი მაქვს მარტამდე ფორმასაც აკრეფავს, პროგრესსაც გააგრძელებს. დიახ ჩაკვეტაძეა საუკეთესო ნაკრებში და თუ მას აქ ქება აწყენს, არაფრის ღირსიც არ ყოფილა. რადგან მწვერვალზე ასვლას უფრო მეტი ოფლის ღვრა უნდა და მან იმედია კარგად გაითავისა. დიახ ის ყოველთვის უნდა გრძნობდეს ჩვენ სიყვარულს რომ უფრო ძლიერი გახდეს და უფრო მეტი მოინდომოს. ჩაკვეტაძე ჩვენი იმედია.
G.LA
08 დეკემბერი 2019 11:18
0
ყველა გამოხმაურება
ძალიანაც ნუ ვიძახევთო როგორ თუ ნუ ვიძახებთ როგორც იქნა გვეღირსა ისეთი ფეხბურთელი რომ მთელ ქვეყანას იმედი მოგვცა და როგორ არ უნდა ვიძახოთ . ვიძახებ აბა რას ვიზამ.
ტოტტი
08 დეკემბერი 2019 11:11
1
ჩვენი იმედი! ველით მთელი ქვეყანა მის გაბრწყინებას!
jiji
08 დეკემბერი 2019 12:26
1
ჩაკვეტაძე არ დავიღლები შენი ქებით!სულზე მოგვისწარი ქართველებს!
gia jashi
08 დეკემბერი 2019 12:51
1
აბა შენ იცი გიო
ზურა
08 დეკემბერი 2019 12:57
1
ამ ოვაციებით დასტურდება როგორ ევასებათ ჩაკვეტაძე გენტში.უკვე არამგონია მას რამემ შეუშალოს ხელი მან იმხელა ტრამვას და ფსიქოლოგიურ წნეხს გაუძლო ამ რვა თვის განმავლობაში არამგონია რამემშებოჭოს.ჯამრთელობა და წინსვლა გიო წარმატებებიი.ისე 10 მაისური როცა ჩავაცვით ნაკრები გაიყვანა ნახევარფინალში და საერთოდ რო დაუთმონ ეს ნომ ოქრი და კიტემ რა მოხდება
თემური
08 დეკემბერი 2019 15:40
0
დაბრუნდა მესი
iko
08 დეკემბერი 2019 19:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული