საგოლე პასით დამთავრებული ლამაზი დრიბლინგი - კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 დეკემბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში ქართველების "რუბინი" გასვლაზე "სოჭის" დაუზავდა - 1:1.

სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელიც შესვენების შემდეგ თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა. მან მარცხენა ფლანგიდან თამაში გაამწვავა და 49-ე წუთზე ევგენი მარკოვს საპასუხო გოლი გაატანინა.

ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"რუბინის" განაცხადში არ იყო ფორვარდი ბექა მიქელთაძე.

"რუბინი" 19 ქულით მე-13 ადგილზეა და პირველ მარტს სტუმრად "ტამბოვს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
,,პირველ მარტს სტუმრად "ტამბოვს" დაუპირისპირდება." მანამდე არ თამაშობენ რუსეთში?
4
ხვიჩაც და ზურიკოც კარგი მომავალია საქართველოსათვის. აშკარად ეტყობათ ტალანტი,მთავარია შრომა არ დაეზაროთ და ჩაკვეტაძესთან ერთად ჩვენ ნაკრებს დიდ გამარჯვებებს მოუტანენ!
gabo
10:35 09-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული