8 დეკემბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში ქართველების "რუბინი" გასვლაზე "სოჭის" დაუზავდა - 1:1.
სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელიც შესვენების შემდეგ თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა. მან მარცხენა ფლანგიდან თამაში გაამწვავა და 49-ე წუთზე ევგენი მარკოვს საპასუხო გოლი გაატანინა.
ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
"რუბინის" განაცხადში არ იყო ფორვარდი ბექა მიქელთაძე.
"რუბინი" 19 ქულით მე-13 ადგილზეა და პირველ მარტს სტუმრად "ტამბოვს" დაუპირისპირდება.