გიორგი ჩაკვეტაძე: თავიდან ამის გამო შოკში ვიყავი, თუმცა...

AutoSharing Option
7 თვიანი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა და "ზულტე ვარეგემის" წინააღმდეგ 15 წუთი ითამაშა და ამ დროში ძალიან ცოტა დააკლდა როგორც საგოლე გადაცემამდე, ისე გოლამდე.

"ჩემთვის ეს საღამო წარმატებულზე მეტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ შედეგიანი მოქმედება არ მქონია. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მუხლზე არაფერი მიგრძვნია - ფეხებზე მყარად ვიდექი, შიშის გარეშე.

ახლა უკვე მხოლოდ დრო მჭირდება, რათა ძველი ფორმა დავიბრუნო. ამას კი, საქართველოშიც მოუთმენლად ელოდებიან. შეტყობინებებს გამუდმებით ვიღებ. ჩემი სამშობლოდან ხალხი ყოველ დღე მეკითხებოდა, თუ როდის
დავბრუნდებოდი.

შაბათს მომხდარი ჩემთვის სიურპრიზი იყო. თავიდან, შოკში ვიყავი, როცა ჩემი გვარი ვერსად წავიკითხე. თუმცა, ბოლო ვარჯიშის წინ მწვრთნელმა მითხრა, რომ თამაშისთვის მზად ვიყავი,"- უთხრა გიორგიმ Het Laatste Nieuws-ს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წელს გენტი კარგი გუნდია და შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის და ქვეყნის ჩემპიონობის ევროპალიგის ჯგუფიდანაც გავიდა უკვე წარმატებებს ვუსურვებ გიოს და ბევრ გოლს და საგოლე გადაცემას ველით მისგან დარჩენილ სეზონში.
გიორგი
18:35 09-12-2019
1
საქართველოს იმედი, უფალი გფარავდეს
irakli
17:12 09-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული