"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, "სპარტაკი" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს ისევ განათხოვრებას უპირებს.
"ზამთარში ანანიძე, შესაძლოა, იჯარით სხვა კლუბში გადავიდეს. გუნდის ახალმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ ფეხბურთელს რუსეთის ჩემპიონატზე "არსენალთან" (0:1) და "ზენიტთან" (0:1) მატჩებში მისცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ გერმანელი სპეციალისტის აზრით, ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.
ანანიძეს "სპარტაკთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და კლუბი მის იჯარით სხვა კლუბში გაშვებას განიხილავს. რუსეთის პრემიერლიგის გუნდების უმეტესობას არა აქვს მაღალი ხელფასების გადახდის უნარი და ამიტომ ანანიძის გაყიდვა ნაკლებად სავარაუდოა. "სპორტ-ექსპრესის" ხელთ არსებული ინფორმაციით, ქართველის იჯარის
ვარიანტის განსახილველად ტულის "არსენალია" მზად.
მიმდინარე სეზონში ანანიძემ ყველა ტურნირზე 10 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა", - წერს გამოცემა.
მიმდინარე სეზონში ანანიძემ ყველა ტურნირზე 10 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა", - წერს გამოცემა.
"არსენალი" 19 ტურის შემდეგ 25 ქულით პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზეა, ხოლო "სპარტაკი" 22 ქულით - მეათეზე.
"მეთოფეთა" ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა იცავს.