ომარი თეთრაძეს, შესაძლოა, ამბიციური რუსული კლუბი ჩააბარონ

AutoSharing Option
დმანისში დაბადებულ და რუსეთის მოქალაქე ომარი თეთრაძეს, შესაძლოა, რუსეთის ნაციონალური ლიგის (რანგის მეორე) პირველ ადგილზე მყოფი ვოლგოგრადის "როტორი" ჩააბარონ. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული საიტი championat ავრცელებს.

ომარი თეთრაძე ბოლოს "ტობოლის" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა და ყაზახეთიდან 2017 წელს წამოვიდა, მას შემდეგ კი არცერთ კლუბში აღარ უმუშავია. იქამდე კი "ანჟის", "ვოლგას", "ხიმკის", "ჟეტისუსა" და "ენისეის" წვრთნიდა.

"როტორი", რომელიც 90-იან წლებში ორჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი, ახალი მფლობელების ხელშია, რომლესაც კლუბის ძველ დონეზე აყვანა სურთ.

ომარი თეთრაძემ საფეხბურთო კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო. შემდეგ იყო
ოზურგეთის "მერცხალი", საიდანაც მოსკოვის "დინამოში" გადავიდა. თეთრაძემ 2 სეზონი გაატარა "რომაში". საფეხბურთო კარიერა კი, "კრილია სოვეტოვში" 2005 წელს დაასრულა. ბერძნული ძირების მქონე ნახევარმცველს რუსეთის ნაკრებში 40 მატჩი აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ახალგაზრდების საყურადღებოდ, ამ კაცის და ჯიქიას შედარება არ არის სწორი,/ არ იძახებდნენ ეროვნულ ნაკრებში რადგან სერიოზული კონკურენცია იყო მაგის ადგილას, და სამწუხაროდ არ მიეცა შანსი, ამ დროს რუსეთი ნაკრებშიც დაუძახეს და ამის შემდეგ გამოიყენა შანსი ეთამაშა ნაკრების დონეზეც, თუ არ ვცდები დედით ქართველია და ეროვნებით ბერძენი,/ სადაც კი ამ კაცმა მწვრთნელად იმუშავა ყველგან ქართველები ყავდა წაყვანილი,/
Vasili
00:26 15-12-2019
0
ომარს უარი არასოდეს უთქვია ნაკრებში თამაშზე. არაფრით არ მიიწვიეს და სხვა გზა არ ჰქონდა. თავისი საქმის პროფესიონალია და კარგი პიროვნება.
emigranti
02:07 12-12-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული