გასული სეზონი "გენტმა" წარუმატებლად ჩაატარა, ერთადერთი თასის აღების იმედი ჰქონდა და იქაც დამარცხდა ქვედალიგურ "მეხელენთან". კლუბის პრეზიდენტი ივან დე ვიტე გუნდის გასახდელშიც კი შევიდა და მრისხანე სიტყვა წარმოსთქვა. როგორც Het Laatste Nieuws-ის ექსპერტი გერტ ჰეერემანსი ამტკიცებს, კლუბში იმედგაცრუება და სრული ქაოსი სუფევდა. თითქოს მწვრთნელ იეს ტორუპის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ დე ვიტემ დატოვა და არც უნანია.
"გენტს" გაუმართლა კიდეც - "მეხელენი" მატჩების ჩაწყობაში ამხილეს, ევროტურნირზე ასპარეზობა აუკრძალეს
და მის ნაცვლად ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუშვეს. მოკლედ, გუნდს შანსი მიეცა და გამოიყენა - ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და 1/16 ფინალში მეტოქეს ელის. ამას გარდა, ჩემპიონატზეც კარგად ასპარეზობს, მეორე პოზიციაზეა და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შესაძლებლობაც კი გაუჩნდა. ერთადერთი წარუმატებლობა მხოლოდ ბელგიის თასზე განიცადა, სადაც მერვედფინალში სტუმრად "შარლერუასთან" 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა (გოლი 84-ე წუთზე გაუშვა).
ერთი სიტყვით, ერთი საშუალოზე დაბალი კლასის გუნდი გარდაისახა და ევროელიტაში შესასვლელად იბრძვის. სამწუხარო ამ ამბავში მხოლოდ ისაა, რომ ქართველები არასახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდნენ: გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმით გამოწვეული რვათვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ძირითად შემდგენლობაში ადგილი დასაბრუნებელი აქვს, ხოლო გიორგი ქვილითაია ისევ ვერ ხვდება სასტარტოში.
მინც რა შეიცვალა "გენტში"? დე ვიტე კლუბს 20 წელია უდგას სათავეში, მისი ხელმძღვანელობისას კლუბის ბიუჯეტი გაორმაგდა, ახალი სტადიონი აშენდა და საკმოდ ჭკვიანი ორგანიზატორია. ის თანდათან დაცხრა, დანიელ სპეცილისტს მშვიდად მუშაობის საშუალება მისცა და მან შემადგენლობის გადახალისება დაიწყო. 4 ფეხბურთელი გაყიდა და გაცილებით გამოცდილები დაიმატა, რაც ბელგიური ფეხბურთისთვის ერთობ უცნაური რამ გახლავთ, რადგან ძირითადად გუნდებს ახალგაზრდებით აძლიერებენ. მოიყვანეს სვენ კუმსი, ლორენ დეპუარტი, მიკაელ ლუსტიგი და მიკაელ ნგადო-ნგაჯი.
ტორუპის თანაშემწე პეტერ ბალეტი აღნიშნვს, რომ როგორც იქნა, გოლების გატანა დაიწყო "კანადელმა მესიმ" ჯონათან დევიდმა (მის ანგარიშზე ჩემპიონატზე 9 გოლია), რომელიც საშუალოდ მატჩში 13 კილომეტრს დარბის, არაფერი არ აინტერესებს, მხოლოდ სძინავს და ფეხბურთს თამაშობს. არადა, 19 წლისაა. თანაგუნდელებს თავისი სიმშვიდით მაგალითს აძლევს მეკარე ტომაშ კამინსკი. წარუმტებელი საზღვარგარეთული ვოიაჟიდან დაბრუნებულმა დეპუარტმა ევროპა ლიგაზე 7 გოლი გაიტანა (6 ჩემპიონატზე) და ისევ გახდა გულშემატკივართა კერპია. ის ბევრს შრომობს და მოედანზე პარტნიორებსაც ეხმარება.
შესანიშნავად წარმოაჩინა თავი უკრაინულმა ტრიომ. თავდამსხმელ რომან იარემჩუკს გასულ სეზონში მომენტების გაცუდებისთვის ხშირად დასცინოდნენ, ახლა კი ჩემპიონატზე გატანილი 10 გოლით გუნდის ბომბარდირია. ბევრს შრომობს, ბურთს თანაგუნდელებს დროულად აწვდის და რაც ტარანული ფორვარდისთვის იშვიათობაა, შორიდან კარგად ურტყამს, თან მოუმზადებლად. ის უკრაინის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ვადამდე მოიპოვა ევროპირველობის საგზური.
ცენტრალურ მცველ იგორ პლასტუნს რომ გასვლაზე ევროპა ლიგაზე "რიეკასთან" გოლი არ გაეტანა, შესაძლოა, ჯგუფურ ეტაპზე "გენტი" ვერ გასულიყო და გუნდში ქაოსი გაგრძელებულიყო. წინა სეზონი მან ჩააგდო, წელს კი სასტარტოში დამკვიდრდა. თამაშის კითხვა და შეტევის დაწყებაც ისწავლა და 2 გოლიც გაიტანა. მოკლედ, გარდაიქმნა.
რომან ბეზუსმა ევროპა ლიგა ღრმა თადარიგში დაიწყო, პრესა მუდმივად აკრიტიკებდა, "ოლეკსანდრიასთან" ბოლო შეხვედრაში კი ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. თვითდაჯერებულია ნახევარდაცვაში და გუნდისთვის სასარგებლო გახდა. ჩემპიონატზე გატანილი 5 გოლი ამის ნათელი დასტურია.
ტორუპი 1/16 ფინალზე ფიქრობს და ამბობს:"არ მინდა მეტოქედ ტოპ-გუნდი, მინდა ისეთი, რომლის ძლევაც შეგვიძლია". ეს მატჩები თებერვლის ბოლოს ჩატარდება, იქამდე კი "გენტს" ქვეყნის პირველობაზე მძიმე შეხვედრები აქვს, იმედია, ჩვენებურები თავს გამოიჩენენ და სიტუაციას თავისდა სასარგებლოდ შეცვლიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წინ საქართველოს ნაკრებს მარტში ჩასატარებელი ერთა ლიგის ნახევარფინალი და ალბათ, ფინალი ელის და მათი ფორმაში ყოფნა სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ტორუპი 1/16 ფინალზე ფიქრობს და ამბობს:"არ მინდა მეტოქედ ტოპ-გუნდი, მინდა ისეთი, რომლის ძლევაც შეგვიძლია". ეს მატჩები თებერვლის ბოლოს ჩატარდება, იქამდე კი "გენტს" ქვეყნის პირველობაზე მძიმე შეხვედრები აქვს, იმედია, ჩვენებურები თავს გამოიჩენენ და სიტუაციას თავისდა სასარგებლოდ შეცვლიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წინ საქართველოს ნაკრებს მარტში ჩასატარებელი ერთა ლიგის ნახევარფინალი და ალბათ, ფინალი ელის და მათი ფორმაში ყოფნა სასიცოცხლოდ აუცილებელია.
P.S. 15 დეკემბერს, ჩემპიონატის მე-19 ტურში "გენტი" გასვლაზე "ოსტენდეს" დაუპირისპირდება და ორივე ქართველი ლეგიონერი მატჩის განაცხადშია.
ვის შეხვდება "გენტი"? - ევროპა ლიგის ყველა 1/16-ფინალისტი გაირკვა
ბელგიური გამოცემა: ჩაკვეტაძე საჩემპიონო ბრძოლაში "გენტის" საიდუმლო იარაღია, თუმცა...
"გენტს" ჩაკვეტაძე, ჩვენ კი იმედი დაგვიბრუნდა - მან რვათვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა! [VIDEO]
გოგა გახოკიძე: გვინდა, რომ ზამთარში ქვილითაია ახალ კლუბში გადავიყვანოთ