გიორგი დიასამიძე "შახტიორში" გადავიდა და წარმატებულად ასპარეზობის იმედი აქვს

AutoSharing Option
"საბურთალოს" აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა გიორგი დიასამიძემ ბელარუსის "შახტიორთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა.

- მოხარული ვარ, ჩვენს კლუბში მოგესალმო. პირველი ემოციები?
- ყველაფერი შესანიშნავადაა! "შახტიორი" ძალიან ამბიციური კლუბია: ვარჯიშისთვის კარგი პირობები აქვს და ყველაფერი, რაც მაღალი მიზნების მიღწევისთვისაა საჭირო. ძალიან მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო და მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

- "შახტიორში" ლაშა შინდაგორიძე თამაშობს, რომელთან ერთადაც "საბურთალოში" ასპარეზობდი. რა მოგიყვა კლუბზე?
- მხოლოდ ყველაზე დადებითი რეკომენდაციები მომცა. თუმცა "შახტიორზე" მხოლოდ მისგან არ მიმიღია ინფორმაცია - სხვა წყროებისგანაც მივიღე. არ
დავმალავ, აქ გადმოსვლისას ქართველი ფეხბურთელის ყოფნამ ერთგვარი ბონუსის როლი ითამაშა. მით უმეტეს, ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ერთად ჯერ კიდევ "ორჰუსის" აკადემიაში ვიყავით.

- მართლა, როგორ აღმოჩნდით ქართველი ფეხბურთელები დანიურ გუნდში?
- დიდი სინჯები იყო, მე და ლაშა კიდევ ერთ ქართველ ბიჭთან ერთად დაგვიტოვეს.

- "ორჰუსში" პროფესიულ დონეზე ხომ დებიუტიც გქონდა?
- დიახ, ერთ მატჩში მივიღე მონაწილეობა. შემდეგ ტრავმა მივიღე და მოკლედ რომ გითხრათ, ჩემი ადგილი სხვამ დაიკავა.

- "ორჰუსის" შემდეგ საქართველოში ასპარეზობდი და საკმაოდ წარმატებულადაც. "საბურთალოს" შემადგენლობაში ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდი. მიუხედავად ამისა, გადაწყვიტე, კიდევ ერთხელ გეცადა საზღვარგარეთ თამაში...
- საზღვარგარეთ თამაშს ყოველთვის ვცდილობდი. იმედია, ბელარუსში თავს წარმოვაჩენ.

- შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობ, სადაც ფეხბურთელების გოლი+პასის სისტემით შეფასებაა დამახასიათებელი. მომავალ სეზონში რა სიმაღლის თამასას ისახავ მიზნად?
- მთავარი გუნდური შედეგია. თუ "შახტიორს" გოლებითა და საგოლე გადაცემებით დავეხმარები, შესანიშნავი იქნება. უფრო მეტიც, გეტყვით, რომ გუნდის გარეშე კარგი სტატისტიკის ჩვენება ნაკლებად გამომივა. აქ ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულებაშია.

- 26 მარტს ბელარუსი და საქართველო ერთა ლიგის პლეი-ოფში ევროპირველობის საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლის გასაგრძელებლად შეხვდებიან. საქართველოში რაოდენი ინტერესით ელიან ამ მატჩს?
- ასე მგონია, ამ თამაშს ჩვენთან ყველა ელის, მთელი ერი. ყველანი გამარჯვებისთვის განეწყობიან და მოგების იმედი აქვთ. თქვენთანაც თქვენების მოგებას ელიან, ეს გასაგებია. ვნახოთ, ვუყურებთ და ჩვენს ნაკრებებს ვუგულშემატკივრებთ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
საბურთალოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჩემი აზრით. იმედია ნაკრებშიც გამოიძახებნ ოდესმე.
oTari
11:55 17-12-2019
0
ეს ის ფეხბურთელი არაა ბევრი მატაობა და ბლატაობა რომ უყვარს სტადიონზე? თუ მოეპრიანა კარგად თამაშობს თუარადა დაგაწყვიტავს ნერვებს!
gabo
11:23 17-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული