Marca: გიორგი პაპუნაშვილისთვის MLS საუკეთესო გამოსავალია, მსურველი კლუბიც არის

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარული ესპანური გამოცემა Marca "სარაგოსას" ქართველ გარემარბ გიორგი პაპუნაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად "კოპა დელ რეიზე" გატანილი მომგებიანი გოლისა, ქართველის მდგომარეობა კლუბში არ შეიცვლება.

სტატიაში წერია, რომ პაპუმ ვერ გაამართლა მოლოდინები და ვერ გამოიყენა მიცემული შანსები. ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ იანვარში ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდეს სათამაშოდ.

MLS-ის კლუბი "დალასი" მისით არის დაინტერესებული. მართალია, ფორმალურად შეთავაზება ამერიკელებს ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა მსგავს მიმართვას მომდევნო კვირებში ელოდებიან. კლუბსაც სჭირდება ფეხბურთელის გაყიდვა, რათა თავდამსხმელისა და ნახევარმცველის მოყვანა შეძლოს.

პაპუნაშვილი,
პომბოსა და ბიკოროს მსგავსად, გასაყიდთა სიაშია და კიდევ შეუძლია საზღვარგარეთ თამაში, რადგან ის ახალგაზრდაა, ხარისხიანი ფეხბურთელი და საკუთარი ქვეყნის ნაკრების წევრიც. ამერიკული ფეხბურთი მშვენიერი ადგილი იქნება ქართველი ცაციასათვის, რომელსაც ხელფასთან ერთად, სათამაშო წუთებიც გაეზრდება.

მისი როლი კი "სარაგოსაში" იკლებს, პაპუც თავდაჯერებულობას კარგავს. მას არ ჰქონდა სასურველი ურთიერთობა არც ფანებსა და არც მთავარ მწვრთნელთან.

პირველი წელი პაპუნაშვილმა შესანიშნავად ჩაატარა, მეორე სეზონში კი ტრავმებმა გატანჯეს, ხოლო მიმდინარე სეზონში მოსალოდნელზე დაბალი დონის ფეხბურთს აჩვენებს. მისი მომავალი ჰაერშია და ამიტომ კარიერის MLS-ში გაგრძელება როგორც მისთვის, ისე კლუბისთვისაც საუკეთესო გამოსავალი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მანდ ხელფასებია კარგია,მაგრამ სათამაშო დონე დაბალია და ნაკრებმა მასზე ხელი უნდა ჩაიქნიოს.ახალგაზრდა ფეხბურთელი,საეჭვოა მანდ სათანადოდ გაიზარდოს.თანაც სასაათო ზოლებშიც დიდი სხვაობაა.
სოსო
21:33 18-12-2019
3
საწყენია, რომ სარაგოსაში ვერ ქაჩავს.ამ ბიჭისგან ყოველთვის ბევრს ველი
merabi-1960
18:04 18-12-2019
0

სიახლეები პოპულარული