დავით ვოლკოვისა და მერაბ გიგაურის "გაბალამ" აზერბაიჯანის თასის 1/4-ფინალში გასვლაზე "საბაჰი" 3:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა მხრიდან დუბლის ავტორი 1-წუთიან ინტერვალში დავით ვოლკოვი გახდა, რომელმაც მეტოქის კარი 22-ე და 23-ე წუთებზე აიღო.
24 წლის ჩვენებურს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე უკვე 7 გოლი მოუგროვდა. ის გუნდის მწვრთნელმა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა, მერაბ გიგაურმა კი სრულად ითამაშა.
"გაბალას" მეტოქე თასის 1/2-ფინალში "ზირა" იქნება.