გიორგი მერებაშვილის დუბლით "ვისლამ" "პიასტი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
21 დეკემბერს, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-20 ტურში "ვისლამ" გიორგი მერებაშვილის დუბლით საკუთარ მოედანზე "პიასტს" 2:1 სძლია.

მერებაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატის 14 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

"ვისლა" 30 ქულით მერვე ადგილზეა და 8 თებერვალს შჩეცინის "პოგონს" უმასპინძლებს.

პლოცკი. "კაზიმირ გურსკი". 2 318 მაყურებელი
ვისლა - პიასტი 2:1
გოლები: 1:0 მერებაშვილი (16), 1:1 ბადია (35), 2:1 მერებაშვილი (57)

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიხარია გიორგის წარმატებული დაბრუნება ტრამვის შემდეგ. იმედია კიდევ უკეთეს ფორმაში იქნება და დაეხმარება ნაკრებს მარტში.
Semi
22:46 21-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული