Бизнес Online-ის ცნობით, "სპარტაკის" ქართველმა ლეგიონერმა ჯანო ანანიძემ შეიძლება კარიერა თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.
"სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძის სამსახურით ერთ-ერთი თურქული კლუბი დაინტერესდა და შესაძლოა, სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გადავიდეს. ლაპარაკია გუნდზე, რომელიც სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება.
როგორც ადრე ვიუწყებოდით, ხელფასში სხვაობას ჯანოს მოსკოვური კლუბი დაუფარავს. "სპარტაკში" მისი წლიური გასამრჯელო 1.7 მილიონი ევროა. ხელშეკრულება შეიძლება უკვე მომავალ კვირაში გაფორმდეს.
ანანიძე "სპარტაკის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს, ამ სეზონში კი 7 მატჩში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია", - წერს გამოცემა.
ანანიძე "სპარტაკის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს, ამ სეზონში კი 7 მატჩში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია", - წერს გამოცემა.
ან ისტორია არა გაქვთ წაკითხული!?