რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის "სპარტაკი" ჯანო ანანიძესა და აიაზ გულიევის გაშვებას გეგმავს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ 27 წლის ქართველ ფეხბურთელს უთხრა, რომ მას ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება და სხვა კლუბში გადასვლა შესთავაზა, - იტყობინება sport.business-gazeta.ru.
თუ ანანიძე ახალ გუნდს მოძებნის, მაშინ "სპარტაკი" მზადაა შემდეგი წლის დეკემბრამდე ხელფასში სხვაობა დაუფაროს. ამჟამად ჯანო ანანიძე წელიწადში ხელფასის სახით 1.7 მლნ ევროს იღებს.
შეგახსენებთ, რომ ანანიძე "სპარტაკში" 2009 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან რუსულ პრემიერლიგაში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ყველა ტურნირზე
- ჯამში 10.