Transfermarkt-მა სატრანსფერო ფასები განაახლა - ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობას პროგრესი აქვს

AutoSharing Option
პოპულარულმა გამოცემა Transfermarkt-მა რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა და ცვლილებები, ბუნებრივია, ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხოთ.

3 ქართველი ფეხბურთელი გაძვირდა 1 მილიონი ევროთი: ხვიჩა კვარაცხელიას, ჯიმი ტაბიძისა და ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება 2.5 მილიონ ევროს შეადგენს, განახლებამდე კი საიტი სამივეს 1.5 მილიონ ევროდ აფასებდა. აღსანიშნავია, რომ ზურიკო ზაფხულში 500 ევროდ იყო შეფასებული.

კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის ღირებულება იქნება 2.5 მილიონი ევრო - გია გრიგალავას სატრანსფერო ფასი განახლებამდე 1.75 მილიონი ევრო იყო და 750 000 ევროთი გაიზარდა.

100 000 ევროთი გაიზარდა ყაზანის
"რუბინის" თავდამსხმელ ბექა მიქელთაძის სატრანსფერო ღირებულება და ახლა 600 000 ევრო ღირს.

სამწუხაროდ, უთამაშებლობამ გავლენა იქონია ჯანო ანანიძესა და საბა კვირკველიაზე. თუ ჯანოს სატრანსფერო ღირებულებამ 200 000 ევროთი იკლო და ახლა 800 000 ევრო ღირს, საბას ფასი 2 მილიონით გაიაფდა და ახლა Transfermarkt-ი ქართველ მცველს 8 მილიონ ევროდ აფასებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კი მაგრამ ეს ვენდისი მოაცილეთ რა უბედურებაა? ნერვებზე მოსაწამლად დადეთ?საერთოდ არანაირი სურვილი არ მაქვს ამ საიტზე შემოსასვლელად.
თავადი
21:03 23-12-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული