"კონიასპორმა" წააგო და გავარდნის კანდიდატია - ლევან შენგელია არ ათამაშეს

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურში "კონიასპორი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა მესამე ადგილზე მყოფ "ტრაბზონსპორთან". გოლი პირველ ტაიმში ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ალეკსანდრ სიორლოტმა გაიტანა, რომელიც გასულ სეზონში "გენტის" ღირსებას იცავდა.

მასპინძელთა გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ არ ათამაშეს ნახევარმცველი ლევან შენგელია. სამწუხაროდ, მას ახალ გუნდში საქმეები კარგად ვერ მისდის - 9 მატჩში გოლი არ გაუტანია, ერთხელ ავტოგოლი გაიტანა, ერთხელ კი გააძევეს.

"კონიასპორი" 15 ქულით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 29 დეკემბერს სტუმრად "ალანიასპორს" შეხვდება.

altლევან შენგელიამ 3 წუთში 2 ყვითელი ბარათი

მიიღო და "კონიასპორი" ლიდერთან დამარცხდა

altლევან შენგელიამ თურქეთის ჩემპიონატში ავტოგოლი გაიტანა [VIDEO]

 

altლევან შენგელია: თავიდან ცოტა დავიბენი - მეგონა, პრობლემები მექნებოდა

altლევან შენგელიას თურქეთში აქებენ: ის "ქონიას" ფინანსურ მოგებას მოუტანს

მკითხველის კომენტარები / 7 /
დაამვრა ამანაც კარიერა ესე უაზროდ
.ამის დაჯდომა იქნებოდა ეხლა რა კარგ ფორმაში იყო პან ნაკრებშიც აკრიფა.რავი რავი რატო ვერ აწავლობენ ჭჯუას ვერ ვხვდები მერამდენედ უკვე
თემური
23:50 24-12-2019
0
კადიზი კიდევ პრიმერაში აღზევდება :)
ბაჩი
12:51 24-12-2019
0

სიახლეები პოპულარული