საქართველოს ნაკრების სატრანსფერო ღირებულება 52.15 მლნ ევროა! - "ტრანსფერმარკტმა" ფასები განაახლა

AutoSharing Option
გერმანულმა ვებგვერდმა "ტრანსფერმარკტმა" ახალი წლის დადგომამდე სატრანსფერო ფასები განაახლა, სადაც ქართველი ფეხბურთელების ფასებიც საგრძნობლად შეიცვალა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ჯამური სატრანსფერო ღირებულება 52.15 მლნ ევროა.

ყველაზე მეტად, 2 მლნ ევროთი დონეცკის "შახტარის" მცველის, დავით ხოჭოლავას სატრანსფერო ფასი გაიზარდა და ამჟამად 5 მლნ ევროა. ბოლო განახლებამდე ხოჭოლავას სატრანსფერო ღირებულება 3 მლნ ევრო იყო. ხოჭოლავას ღირებულება ჯერ კიდევ 2019 წლის 20 ივნისს გაიზარდა.

შემდეგ მოდიან რუსეთის პრემიერლიგის ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები. კერძოდ კი, "უფას" მცველ ჯიმი ტაბიძის
და ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველების - ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება 1-1 მლნ ევროთი გაიზარდა და ამჟამად მათი საერთო ღირებულება 7.5 მლნ ევროა, ანუ თითო ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 2.5 მლნ ევროა.

აღსანიშნავია, რომ ზურიკო ზაფხულში 500 ევროდ იყო შეფასებული.

გია გრიგალავას სატრანსფერო ფასი განახლებამდე 1.75 მილიონი ევრო იყო და 750 000 ევროთი გაიზარდა. ამჟამად ტულის "არსენალის" მცველის ფასი 2.5 მლნ ევროა.

უთამაშებლობამ გავლენა იქონია ჯანო ანანიძესა და საბა კვირკველიაზე. თუ ჯანოს სატრანსფერო ღირებულებამ 200 000 ევროთი იკლო და ახლა 800 000 ევრო ღირს, საბას ფასი 2 მილიონით გაიაფდა და ახლა Transfermarkt-ი ქართველ მცველს 8 მილიონ ევროდ აფასებს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება 23 დეკემბრის განახლების შემდეგ ასე გამოიყურება:

მეკარეები
  • გიორგი მაკარიძე ("სეტუბალი", პორტუგალია) - 1 200 000 ევრო (ძველი ფასი 700 000)
  • გიორგი ლორია ("ანორთოსისი", კვიპროსი) - 400 000 (600 000)

მცველები
  • საბა კვირკველია ("ლოკომოტივი", რუსეთი) - 8 000 000 (10 000 000)
  • დავით ხოჭოლავა ("შახტარი", უკრაინა) - 5 000 000 (3 000 000)
  • გია გრიგალავა ("არსენალი", რუსეთი) - 2 500 000 (1 750 000)
  • ჯიმი ტაბიძე ("უფა", რუსეთი) - 2 500 000 (1 500 000)
  • ლაშა დვალი ("ფერენცვაროში", უნგრეთი) - 1 100 000 (900 000)
  • გურამ კაშია ("სან ხოსე", აშშ) - 850 000 (1 000 000)
  • ოთარ კაკაბაძე ("ლუცერნი", შვეიცარია) - 1 000 000

ნახევარმცველები
  • გიორგი ჩაკვეტაძე ("გენტი", ბელგია) - 9 000 000
  • ზურიკო დავითაშვილი ("რუბინი", რუსეთი) - 2 500 000 (1 500 000)
  • ხვიჩა კვარაცხელია ("რუბინი", რუსეთი) - 2 500 000 (1 500 00)
  • ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", ავსტრია) - 2 000 000 (1 500 000)
  • ვალერი ყაზაიშვილი ("სან ხოსე", აშშ) - 1 500 000
  • ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი) - 1 500 000 (1 000 000)
  • ლუკა ზარანდია ("ვარეგემი", ბელგია) - 1 300 000 (1 000 000)
  • გიორგი ხარაიშვილი ("გიოტებორგი", შვედეთი) - 1 200 000
  • საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია) - 1 000 000 (900 000)
  • ვაკო გვილია ("ლეგია", პოლონეთი) - 1 000 000 (1 250 000)
  • ჯაბა კანკავა ("ტობოლი", ყაზახეთი) - 1 000 000
  • ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი) - 800 000 (1 000 000)
  • გიორგი აბურჯანია ("ტვენტე", ჰოლანდია) - 600 000 (700 000)
  • გიორგი პაპუნაშვილი ("სარაგოსა", ესპანეთი) - 500 000 (600 000)

ფორვარდები
  • გიორგი ქვილითაია ("გენტი", ბელგია) - 2 500 000
  • ნიკა კაჭარავა ("ანორთოსისი", კვიპროსი) - 700 000

ამ სიიდან ჯამში 7 ფეხბურთელს დააკლდა სატრანსფერო ფასი, ხოლო 11-ს მოემატა.

საქართველოს ნაკრების სხვა წევრები, რომლებიც "ტრანსფერმარკტის" სიაში არ არიან:

  • ლევან ხარაბაძე ("ციურიხი", შვეიცარია) - 1 250 000
  • ნიკა ნინუა ("დინამო", თბ) - 850 000
  • ვატო არველაძე ("კორონა", პოლონეთი) - 650 000
  • გიორგი ბერიძე ("ლოკერენი", ბელგია) - 650 000
  • ლევან შენგელია ("ქონიასფორი", თურქეთი)  - 650 000
  • ბექა მიქალთაძე ("რუბინი", რუსეთი) - 600 000 (500 000)
  • ბუდუ ზივზივაძე ("მეზოკოვეშდი", უნგრეთი) - 500 000
  • ბაჩანა არაბული ("პანიონიოსი", საბერძნეთი) - 500 000
  • თორნიკე ოქრიაშვილი ("ანორთოსისი", კვიპროსი) - 400 000
  • გიორგი არაბიძე ("ადანასფორი", თურქეთი) - 400 000
  • გიორგი მერებაშვილი ("პლოცკი", პოლონეთი) - 250 000
  • ბექა ვაჩიბერაძე ("ლომელი", ბელგია) - 125 000

ეროვნული ლიგის ჯამურ სატრანსფერო ღირებულებას და ფასებს მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ევრო გაფუჭდა თუ ინფლაციის ზრდამ იმოქმედა?!:)
პაატა
17:04 24-12-2019
3
ამ ნაკრებზე თავისი ფედარაციით მეტი ფასი აქვს ტალახაძეს
aleko
17:03 24-12-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული