tuttomercato: საშიშროება "რომასთვის" - იარემჩუკი და დეპუატრე, ჩაკვეტაძეც არ დაგავიწყდეთ

AutoSharing Option
თებერვალში ევროპა ლიგის პლეი-ოფში "გენტი" "რომას" შეხვდება. მომავალ დაპირისპირებას tuttomercato-ს ჟურნალისტმა სიმონე ლორინიმ წერილი მიუძღვნა და ბელგიური გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეც მოიხსენია.

ავტორი აღნიშნავს, რომ "გენტის" ბარიერი ადვილად გადასალახავი არ იქნება. მით უმეტეს, ამ გუნდმა ევროპა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, შემტევთა კარგი ტრიო ჰყავს, თუმცა, ბელგიური გრანდებისგან განსხვავებით, ბევრ გოლს უშვებს და ეს დაცვის სისუსტის ბრალია.

"მწვრთნელი იეს ტორუპი გუნდს 4-3-1-2 ტაქტიკური სქემით ათამაშებს, რომელსაც იტალიაში უკვე აღარ იყენებენ. გუნდში შემტევები გამოირჩევიან: ორი წლ
ის წინ "ოტავადან" შეძენილი ჯონათან დავიდი. ის წინწაწეული ნახევარმცველია, წელს 29 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ძალიან ეხმარება იარემჩუკ-დეპუატრეს ტანდემს. პირველი გამოცდილია, მეორე კი - ბომბარდირი და თამაში უმეტესწილად მასზეა აწყობილი. ნუ დაგვავიწყდება ერთა ლიგაზე პირველი გოლის გამტანი, 2000-წლიანებში გამორჩეული გიორგი ჩაკვეტაძეც".

მკითხველის კომენტარები / 17 /
დღეს არ ათამაშეს ჩაკვეტაძე, არც წინა თამაში, იქნებ ჰკითხოთ ჟურნალისტებმა რა ხდება? ტრავმააა ისევ?
წრიპა
27 დეკემბერი 2019 01:27
0
რა გჭირთ ხალხო ოდნავ მაინც გაამხნევეთ ბიჭი ტო. ამხელა ტრავმა და ოპერაციები გადაიტანა, ორი დღე არცაა რაც მინდორს დაუბრუნდა და სრულიად ნორმალურია ჯერ სათანადო ფორმაში რომ არაა რა მოხდა მერე? მემგონი საკმაოდ სწორად და ჯანსაღად აფასებენ მის პოტენციალს იქ სადაც არის და ნუ ვასწავლით ეხლა ბელგიას ვარსკვლავების პოტენციალის დანახვას. გიოს კიდე ჯანმრთელობა ვუსურვოთ დანარჩენს მისი შრომა და ნიჭი იზავს.
dadu
26 დეკემბერი 2019 16:03
6
იზამს,ურტყამს და ა.შ. რა გჭირთ ხალხო?!ძალიან ცუდად ხვდება ყურს (თვალს)!!!
alex
31 დეკემბერი 2019 18:57
0
ვამხევებთ მეგობარო, ჩვენ არ გაგვიხარდება მისი წარმატება? ისე არამგონია ამ მესიჯებს კითხულობდეს. დაუზარელ შრომას და პროფესიონალიზმს ვუსურვებ. თორემ ვიღაც შეაქებს და ვიღაც გააკრიტიკებს, ვიღაცა უკმაყოფილებას გამოთქვამს, ესეც ნორმალურია, არ უნდა იყოს ამაზე დამოკიდებული წესით მისი მომავალი. თორემ ქებით გაფუჭებული უფრო მეტი გვინახავს ვიდრე კრიტიკით, დამიჯერე...
levani
26 დეკემბერი 2019 23:03
0
საშიშროება რომასთვის, და ორ ფეხბურთელს ახსენებენ, იარემჩუკს და ვიღაც ხეპუტრეს მერე ჩაკვეტაძე ც-ს დამატებით. უკვე ცუდია
Gio
26 დეკემბერი 2019 15:56
2
ორი წლის წინ მეგონა რომას, ნაპოლის, ვალენსიას, ბორუსიას (მოკლედ ისეთი გუნდების, გრანდების შემდეგ, რომ მოდიან) ფეხბურთელები იქნებოდნენ მაგის კონკურენტები ძირითადში ადგილისთვის და არა იარემჩუკი და ვინმე ტეანტრე... სამწუხაროა
levani
26 დეკემბერი 2019 15:08
6
პრობლემაა როცა შენ მთავარ იმედს და ტალანტს გენტისნაირ გუნდშიც კი სათუო აქვს ძირითადში ადგილი, მაგის ასაკში მბაპე ჩემპიონთა ლიგაზე უკვე შემდგარი ვარსკვლავი იყო, იგივე ჰოლანდი რას შვება. გული მტკივა, ცოტა მეტს ველოდი იმ პერიოდში, არ მეგონა, რომ გენტში თუ ითამაშებდა ძირითადში - ეგ იქნებოდა ,,გასახარი" ფაქტი...
levani
26 დეკემბერი 2019 15:04
9
გენტი არ ოყო ჩემი აზრით სწორი არჩევანი არც ჩაკვეტაძისთბის არც ქვილითაიასთვის
იაგო
26 დეკემბერი 2019 19:52
1
ვინც ჩაკვეტაძის პოტენციალს ვერ აფასებს, გირჩევნიათ სხვა რამეს უყუროთ, მაგალითად სვარკას, თქვენ ფეხბურთში არაფერი გაგეგებათ?!
ბმბ
26 დეკემბერი 2019 15:03
7
ზუსტად მაგიტომაც არ გაგეგებათ არაფერი, რომ იძახით ბევრი გვინახავსო, აბა მითხარი რომელი ერთი იყო მისი დარი ბოლო 20 წელიწადში, გააგრძელეთ სვარკის ყურება, დამიჯერეთ!
ბმბ
27 დეკემბერი 2019 11:50
0
დაასაბუთე! მე მაგალითად ვერც ცუდს ვიტყვი და ვერც კარგს. მას ჯერ არ უთამაშია,თუნდაც საშუალო გუნდის წინააღმდეგ. ყაზახეთს და ანდორას რომ ეთამაშები ეს არაფერს ნიშნავს, გინდაც 10 გოლი გაიტანო
დავით 67
27 დეკემბერი 2019 03:01
0
ყველა გამოხმაურება
აბა რაა, მარტო და თან მინდორზეც არ უნდა გასვლა, გასახდელიდან მოუგებს,...
ნეტა გვეშველება რამე როდესმე,...
zaza tbilisi
26 დეკემბერი 2019 14:38
7
ჯერემი ჩამიყავთ?
გელა ნუგზარაშვილი
26 დეკემბერი 2019 12:01
1
გიო კარგი მოთამაშეა,მაგრამ არა იმდენად სტაბილური და პროფესიონალი რომ ეს ყველაფერი იტვირთოს,გაზრდა უნდა,ვნახოთ რა გამოვა მისგან.
ფიფა
26 დეკემბერი 2019 10:52
19
ჩაკვეტაძე მარტო მოუგებს რომას ოღონდ თუ ათამაშეს
eke
26 დეკემბერი 2019 09:33
28

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული