მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, დიდი ალბათობით, მომდევნო რამდენიმე თვეს თურქეთის სუპერლიგაში გაატარებს.
როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თურქული საიტი Aksam.com.tr-ი აცხადებს, "სპარტაკი" ჯანოს "დენიზლისპორში" გაშვებას დათანხმდა. მოსალოდნელია, რომ ქართველი ფეხბურთელი თურქეთში სეზონის ბოლომდე დარჩება. ამასთანავე, მოსკოვური კლუბი ჯანოს ხელფასის გარკვეულ ნაწილს დაფარავს.
ჯანო ანანიძე "სპარტაკის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს და კლუბმა აქამდე ორჯერ გაანათხოვრა - ჯერ "როსტოვში" და შემდეგ "კრილია სოვეტოვში". "დენიზლისპორი" თურქეთის სუპერლიგის ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს.
მომზადებულია championat-ის მიხედვით