A bola: "სპორტინგსა" და "ბენფიკას" მაკარიძე სურთ - "ვიტორიამ" ქართველს ფასი დაადო

AutoSharing Option
როგორც ყველაზე პოპულარული პორტუგალიური სპორტული გამოცემა A bola იტყობინება, "ვიტორია სეტუბალმა" ლისაბონის "სპორტინგს" გიორგი მაკარიძის მიყიდვის პირობები წაუყენა, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ქართველ მეკარეზე თვალი მეორე ლისაბონურ კლუბს, "ბენფიკასაც" უჭირავს.

როგორც A bola წერს, ვიტორიელები დედაქალაქური კლუბისაგან 1 მილიონ ევროსა და მცველ მიგელ ლუიშის სეზონის ბოლომდე იჯარით დათმობას ითხოვენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "სპორტინგს" მაკარიძის შეძენა იანვარში სურს და ამჟამინდელი ძირითადი მეკარე რენან რიბეიროს გასხვისებასაც იანვარში აპირებს.

ხოლო, რაც შეეხება "ბენფიკას", მათ მაკარიძის შეძენა მეორე მეკარედ სურთ, რადგან რუსი ზლობინის თამაშით
უკმაყოფილონი არიან.


მკითხველის კომენტარები / 12 /
კომენტარებს რატომ ბლოკავთ???????????????????????????????????????????????????????????????????????? რამე უხამსს რომ ვწერდე ხო და უბრალოდ აზრი არ მოგწონთ და ბლოკავთ! გყავდეთ თქვენი მაკარიძე და თქვენი ვენდისის ბუტერბროდები, ლორია მაინც ნომერ 1 მეკარეა ნაკრების!
გადასარევი გიორგი
22:49 04-01-2020
9
ბენფიკას მშვენიერი ბერძენი მეკარე ყავს, რათ უნდათ მაკარიძე ვერ ვხვდები. სკამზე ეჯდებათ. აი სპორტინგი სხვა საქმეა, არამყარი მესამე ადგილი უჭირავთ, მათ ორი მეკარეც არადამაჯერებელია და თუ უშვებენ კიდე ბრაზილიელ მეკარეს მთლად უკეთესი. ფასიც ასეთ კარგ მეკარეში რომელიც მაკარიძეა მოკრძალებულიც კი ჩანს, 1 მილიონი ლიგის საუკეთესო მეკარეში რა არი
იკ
21:32 03-01-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული