ტორნადოსებრი "ანორთოსისის" გამარჯვება, დაუშვილის ტრავმა და კაჭარავას ახალი ვარცხნილობა

AutoSharing Option
6 იანვარს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურში ქართველების "ანორთოსისმა" 3:0 დაამარცხა "პაფოსი".

ანგარიში მეორე წუთზე გორდონ შიდენფელდმა გახსნა, შემდეგ კი რაიომ პენალტებით დუბლი შეასრულა.

გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, ბუბა დაუშვილმა მე-60 წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს, ხოლო ნიკა კაჭარავამ, რომელმაც გასულ ტურში დუბლი შეასრულა, ახალი ვარცხნილობით ითამაშა, ორი მომენტი ვერ გამოიყენა და 74-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, განაცხადში არ იყო.

"ანორთოსისმა" "აპოლონთან" წაგების შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 33 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ომონიას" 2 ქულით უსწრებს და თან 1
მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

როგორც იქნა, შეგირდების გარჯით კმაყოფილი დარჩა "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაია. მან განაცხადა, რომ სრულად ფლობდნენ ინიციატივას და ახლა ორი მძიმე შეხვედრა ელით - "აპოელთან" და "ომონიასთან".

24sports.com.cy ხაზს უსვამს "ანორთოსისის" კარგ ასპარეზობას; აღნიშნავს, რომ მეტოქეს ტორნადოსავით გადაუარეს, ლორიას ბევრი სამუშაო არ ჰქონია, თუმცა ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი; დაუშვილმა კოჭლობით დატოვა მოედანი და დღეს გაირკვევა მისი ტრავმის სიმძიმე.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვაი ჩვენს პატრონს.მაინც არ გვყავს და რა გვენაღვლება."გაგვიბატონდა ქართველებს სიბრიყვე შეუწონარი".
დ.დ.
02:05 08-01-2020
0
ვარცხნილობა კი არა ოქრი სად არის? ტრავმა ხომ არა აქვს?
Grisha
16:17 07-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული