გიორგი ლორიას ძალიან ლამაზი "სეივი" კვიპროსის ჩემპიონატში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 7 იანვარს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურში გასვლაზე "პაფოსთან" მოგებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის "ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორიამ კარი მშრალად შეინახა და ლამაზი "სეივიც" შემოგვთავაზა.

შეხვედრის 79-ე წუთზე გიორგიმ ლამაზი ნახტომით აშკარა გოლისაგან იხსნა საკუთარი გუნდი. ეს 13 შეხვედრიდან მე-7 შემთხვევა იყო, როცა ლორიამ კარი მშრალად შეინახა. გიორგის სულ 8 გოლი აქვს გაშვებული და მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ "აპოელის" მეკარე ვიდ ბელეკს აქვს (7), თუმცა სლოვენიელმა ლორიაზე 3 თამაშით ნაკლები ჩაატარა.

შემდეგი ტური ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართველთა გუნდისათვის, რადგან
ტიტულისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ "აპოელს" შეხვდებიან. მატჩი "ანორთოსისის" სტადიონზე 12 იანვარს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული