რუსული მედია: ცნობილი გახდა, რა პირობებით სურს თურქულ კლუბს ჯანო ანანიძის აყვანა

AutoSharing Option
რუსული მედიის ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რა პირობებით სურს თურქულ "დენიზლისფორს" მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ფეხბურთელის, ჯანო ანანიძის იჯარით აყვანა.

"თურქები მზად არიან, ანანიძე იჯარით აიყვანონ, თუ "სპარტაკი" მისი ხელფასის 60 პროცენტს გადაიხდის. ამასთან ერთად, "დენიზლისფორი" სხვა ფეხბურთელების ვარიანტსაც განიხილავს.

თურქები ფიქრობენ, ხოლო ჯანო მათ გადაწყვეტილებას ელოდება. "სპარტაკის" შანსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ანანიძე შემოდგომაზე თავს გამოიჩენს, თურქული კლუბი მას გამოისყიდის - რა თქმა უნდა, ხელფასის შემცირებით, თუმცა, ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი გრძელვადიანი კონტრაქტით", - წერს ჟურნალისტი სერგეი ეგოროვი სოციალურ ქსელში.

"დენიზლისფორი" თურქეთის ჩემპიონატში
მე-11 ადგილს იკავებს. მიმდინარე სეზონში ჯანომ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ხოლო რუსული მედიის ცნობით, მისი ხელფასი წელიწადში 1.7 მლნ ევროს შეადგენს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული