ლეგიონის უქმეები: გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსას" გოლით დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
24 წლის გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსას" გოლით დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი იჯარით სეგუნდა დივიზიონის ბოლოსწინაადგილოსან "რასინგში" გადავიდა.

ლეგიონერების ჩემპიონატების უმრავლესობა ჯერ არ განახლებულა. ამიტომ ლეგიონერთა მონაგარი მცირეა.

ესპანეთი
თასი. გიორგი პაპუნაშვილის (90 წუთი) "სარაგოსა" "ხიმნასტიკს" ესტუმრა, 3:1 დაამარცხა და 1/16-ფინალში გავიდა. ქართველმა ლეგიონერმა 86-ე წუთზე გოლი გაიტანა, რომელიც მის არაგონულ კარიერაში, შესაძლოა, ბოლოც გამოდგეს. პაპუნაშვილს "სარაგოსაში" სულ 13 გოლი დაუგროვდა (9 ჩემპიონატში, 4 თასზე).


საფრანგეთი
ლიგა 2. ამირან სანაიას (სათადარიგო) "როდეზმა" "შატორუს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

პორტუგალია
პრიმეირა. გიორგი მაკარიძის (არ უთამაშია) "სეტუბალმა" "სპორტინგს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ქართველი მეკარე ვირუსის გამო გამოაკლდა გუნდს.

ბელგია
პროქსიმუს ლიგა. გიორგი ბერიძის (74-ე წუთზე შეცვალეს, გააფრთხილეს) "ლოკერენი" "ვირტონს" ესტუმრა და 2:1 მოუგო. ბექა ვაჩიბერაძის (77-ე წუთზე შევიდა) "ლომელი" "ვესტერლოს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

საბერძნეთი
სუპერლიგა. ბაჩანა არაბულის (არ უთამაშია) "პანიონიოსი" "პანათინაიკოსს" ესტუმრა და 0:3 დამარცხდა.

კვიპროსი
I დივიზიონი. თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" ერთ-ერთ მთავარ კონკურენტსა და ქართველი სპეციალისტის ყოფილ გუნდს, აპოელ-ს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ოთხივე ქართველი სასტარტოში იყო: გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა 90-90 წუთი ითამაშეს, ნიკა კაჭარავა ქეცბაიამ შესვენებაზე გამოცვალა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი - 88-ე წუთზე. "ანორთოსისი" 36 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.


მალტა
პრემიერლიგა. ირაკლი ძარიას (არ უთამაშია) "ვალეტა" "სანტა ლუსიას" ესტუმრა და 2:2 დაუზავდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქეცბა წაიყვანე პაპუნა, გამოგადგებაა!
Vasili
11:58 13-01-2020
0
ქეცბაია ქართულ საქმეს აკეთებს
irakli
11:08 13-01-2020
0

სიახლეები პოპულარული