გიორგი პაპუნაშვილის "რასინგში" ტრანსფერის დეტალები გახდა ცნობილი

AutoSharing Option
გიორგი პაპუნაშვილი რომ სანტანდერის "რასინგში" 6-თვიანი იჯარით გადავიდა, ამაზე უკვე ვწერდით და ახლა ტრანსფერის მთავარი დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც Heraldo.es-ი წერს, პაპუს ტრანსფერის აქამდე გაჭიანურება კლუბისა და ფეხბურთელის მხრიდან ქართველის აყვანით დაინტერესებული გუნდების მიმართ წაყენებულმა მკაცრმა მოთხოვნებმა განაპირობა.

საქმე ეხებოდა იჯარით განათხოვრებულ კლუბში ჩასატარებელი თამაშების მინიმალურ რაოდენობას და სანქციებს ამ მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში.

"რასინგის" ხელმძღვანელობა, ბოლოს და ბოლოს, სარაგოსელებისა და პაპუნაშვილის მოთხოვნებს დათანხმდა და კონტრაქტის მიხედვით, ქართველმა შემტევმა სეგუნდა დივიზიონის დარჩენილი 20 ტურიდან 15 შეხვედრაში მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა. თამაშში
მონაწილეობის მიღებად ჩაითვლება ის მატჩი, რომელშიც პაპუ მინდორზე მინიმუმ 45 წუთს გაატარებს.

"სარაგოსას" დირექტორმა კი გუშინ, 12 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წასვლის სურვილი თავად ფეხბურთელისგან მოდიოდა, რადგან ვერ იღებდა მისთვის სასურველ სათამაშო წუთებს.

მომდევნო თამაში სანტანდერის "რასინგს" გასვლაზე, ლა კორუნიას "დეპორტივოსთან" ელოდება და იქნებ პაპუნაშვილის დებიუტიც სახელოვანი კლუბის წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
არადა ჩაკვეტაძესთან ერთად მაგარი იმედი მაქ პაპუსი თან თუ ფორმაში შევიდა.გაასწორებს.აი ეს პირობა მომეწონა ძლის არ წაუყენა ქართველმა ფეხბურთელმა კლუბს პირობა ესე უნდა ქნას უმეტესობამ
თემური
23:07 13-01-2020
0
პაპუ ყველაზე მაგარი კაცი ხარ ყველა შენ გვერდში ვართ!! დავაი შებერე
Tbiliseli
20:39 13-01-2020
0

სიახლეები პოპულარული